მთავარი ბუღალტერი
- სრული განაკვეთი
- 3 - 5 წლამდე
20 ივნ - 01 ივლ
ვიპ


სუპერმარკეტების ქსელი ,,დეილი“, რომელიც 8 წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და მუდმივად ვითარდება, აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- ფინანსური აღრიცხვის წარმოება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
- დაქვემდებარებული თანამშრომლების ფუნქციების განაწილება, ეფექტური ლიდერობა და სამუშაოს მონიტორინგი;
- ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვის უშუალო მონიტორინგი;
- წარმოების ოპერაციების აღრიცხვის უშუალო მონიტორინგი;
- ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური მარაგების სისწორისა და სისრულის უზრუნველყოფა შესაბამისი პროცედურებით;
- დებიტორებისა და კრედიტორების სისწორისა და სისრულის და მუდმივი შედარების უზრუნველყოფა;
- საქართველოს კანონმდებლობისა და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, გადასახადების კალკულაცია და ოტიმიზაცია;
- ERP სისტემასთან დაკავშირებულ სისტემებთან მონაცემების ეფექტური შედარების მეთოლოდოგიის შემუშავება და სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- პარტნიორებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და პროექტების საგადასახადო კუთხით შეფასება და კონსულტაციის გაცემა;
აუცილებელი მოთხოვნები:
- აუცილებელია მთავარ ბუღალტრად მუშაობის 3 წლის გამოცდილება (რითეილის და წარმოების ოპერაციების მქონე კომპანიაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- საქართვლოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- MS Office-ის კარგი ცოდნა (მნიშვნელოვანია Excel-ის ცოდნა);
უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე.
შენიშვნა: სამუშაო პროცესში პროფესიულ ზრდასთან ერთად გადაიხედება ანაზღაურება
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: e.mtiulishvili@daily.ge 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი