მიღება/განთავსების შიფტ ლიდერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1000
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
20 ივნ - 20 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სასტუმრო KMM ფუნქციონირებს 2006 წლიდან და მდებარეობს თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ცენტრში. ამჟამად სასტუმროს განკარგულებაშია ორი კორპუსი 63 სუფთა და მყუდრო ოთახი, ელეგანტური ინტერიერით, ძველი თბილისის თვალწარმტაცი ხედებით და კვალიფიციური თანამშრომლების მომსახურებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებგვერდს: https://kmm.ge/en/home

 

სასტუმრო KMM აცხადებს ვაკანსიას მიღება - განთავსების შიფტ ლიდერის   პოზიციაზე.

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • სასტუმროში მიღება-განთავსების დეპარტამენტის მართვა
  • ჯავშნის სისტემაში და ჯავშნის სხვა პლატფორმებზე, ოთახების ხელმისაწვდომობის, სტატუსის, ჯავშნის პირობებისა და ტარიფების საფუძვლიანი ცოდნა და მონიტორინგი
  • სასტუმროს ჯავშნის სისტემაში ოთახის ჯავშნის დეტალების, ცვლილებების, სტუმრის ინფორმაციის, მოთხოვნებისა და ფინანსური ოპერაციების სიზუსტით ასახვის უზრუნველყოფა
  • სასტუმროს ყველა საოპერაციო პროცედურის საფუძვლიანი ცოდნა და სხვა განყოფილებებთან მჭიდრო თანამშრომლობა
  • სასტუმროში არსებული სერვისების შესახებ, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება და სტუმრებთან აქტიური კომუნიკაცია
  • სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება და მომსახურების მაღალი სტანდარტით
  • დეპარტამენტის ყოველთვიური სამუშაო გრაფიკის შემუშავება
  • მიღება-განთავსების განყოფილების თანამშრომლების სწავლება და გადამზადება
  • ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული  აუდიტის წარმოება და რეპორტინგი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
  • სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის  ცოდნა სავალდებულოა
  • საოფისე პროგრამების ფლობა
  •  გუნდური მუშაობისა უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი ისე ვერბალური
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი

 

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@kmm.ge გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმღები (Front Office)