- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 2 - 3 წლამდე
- ინგლისური


შპს კომპანია "გლობალ დისტრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია Global Distribution • გლობალ დისთრიბუშენ-ის არის Toshiba, Midea, Philips-ის, LG, Delongi, Kenwood, Braun, Haier-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოს ბაზარზე. .კომპანიის პრიორიტეტია შესთავაზოს მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქცია.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური ბაზრის ანალიზი, სტრატეგიის და ბაზრის წილის გაზრდა;
- მარკეტინგული ბიუჯეტირების მომზადება და მონიტორინგი;
- გაყიდვების სტიმულირებისთვის პროექტების მომზადება და ანალიზი;
- კომპანიისა და კომპანიის პროდუქციის ცნობადობის და პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების გატარება;
- საპრეზენტაციო მასალების, სოციალური მედიის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და მათი განხორციელება;
- გამოფენებისთვის ან სხვა ღონისძიებებისთვის შესაბამისი პროდუქციის შერჩევა და მათ პოპულარიზაციაზე ზრუნვა;
- სარეკლამო სააგენტოებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
- კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება
- Facebook კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
- მიზნობრივი აუდიტორიების განსაზღვრა და რეკლამირება;
- სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი;
- კორპორაციული ტემფლეითების აწყობა და მომზადება როგორც საინფორმაციო ასევე საპრეზენტაციო მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
- მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Photoshop/Illustrator/InDesign/Premiere Pro...) სავალდებულოა
- ციფრული მარკეტინგის მიმართულებით გავლილი ტრენინგები ჩაითვლება უპირატესობად;
- Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
- Meta Business Suite, ads manager -ის სრულყოფილად ცოდნა;
- ვებგვერდის შექმნასა და მართვაში მონაწილეობის მიღება და ტექნიკური მართვის უზრუნველყოფა;
- ტექსტური ინფორმაციის ხარისხიანად და ეფექტურად ორგანიზება, ჩამოყალიბება, შექმნა, განთავსება;
პირობები და ბენეფიტები:
- სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 საათი, შაბათი 10:00 – 17:00 საათი;
- დაზღვევა;
ანაზღაურება მოხდება შეთანხმებით, გამოცდილების მიხედვით
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: k.khutsishvili@globaldist.ge
ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თვენი რეზიუმე არ განიხილება.
კომპანია მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.