ტექნიკოსი/ბანკომატების ხელოსანი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • რუსული
20 ივნ - 20 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (www.bs2.ge), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართელოში“ბს/2 ჯორჯია“ წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 60-ზე მეტი თანამშრომლით. 

 

პოზიცია: ტექნიკოსი/ბანკომატების ხელოსანი თბილისიში.

 

ვალდებულებები: 

  • საბანკო მოწყობილობებზე სარემონტო სამუშოების ჩატარება; 
  • ბანკომატების შეკეთება, შეცვლა, გაწმენდა; 
  • პოს-ტერმინალების შეკეთება, შეცვლა გაწმენდა; 
  • სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება წესის შესაბამისად. 

 

 

მოთხოვნები: 

  • უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება 
  • სამუშაო გამოცდილება ტექნიკურ სფეროში 
  • სარჩილავ მოწყობილობასთან მუშობის გამოცდილება 
  • მივესალმებით ელექტრონიკისა და მექანიკის სრულყოფილ ცოდნას 
  • ენების ცოდნა: ქართული, რუსული (ძალიან კარგად) 
  • შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა 

 

 

 საწყისი ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე 

 

კომპანია ბს/2 ჯორჯია გთავაზობთ: 

  • თქვენი მოლოდინის დამაკმაყოფილებელ ფინანსურ პირობებს, დამატებით სტიმულს და შესაძლებლობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად (ტრენინგები, მივლინებები და ა.შ.); 
  • მუშაობას თანამედროვე, სტრატეგიულად განლაგებულ ოფისში; 
  • დამატებით სპორტულ, დასასვენებელ და გასართობ ბენეფიტებს; 
  • მუშაობას მეგობრულ კოლექტივში; 
  • ტრადიციულ ღონისძიებებს და მოგზაურობას, კომპანიის თანამშრომლებისათვის. 

 

გასაუბრებაზე მოვიწვევთ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებს. ჩვენ ვიცავთ კონფიდენციალურობას. 

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ფოტოსურათით ) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართებზე:  hr.ge@bs2.Lt და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. 

ენერგეტიკა
ტექნიკოსი (ენერგეტიკა)
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
ხელოსანი (ზოგადი)