საკრედიტო ექსპერტი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 1 - 2 წლამდე
20 ივნ - 16 ივლ
სტანდარტი


სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე ქუთაისის სერვისცენტრის საკრედიტო განყოფილებაში.
ადგილმდებარეობა: ქ.ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება
- კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
- სასესხო პროექტის დოკუმენტაციის შეგროვება
- პროექტის ანალიზის დასკვნის მომზადება
- პროექტის საკრედიტო კომიტეტისათვის განსახილველად გადაცემა
- გაცემული სესხების მონიტორინგი
- პრობლემური სესხების გამოვლენა და ანალიზი
- სასესხო პორტფელის მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო
- უმაღლესი განათლება ფინანსების საბანკო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით
- მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე
- ფინანსური უწყისების მაღალ დონეზე მომზადების უნარი
- ქართული ენის მაღალ დონეზე ფლობა
- სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel)
- ანალიტიკური აზროვნება
- დეტალებისადმი ყურადღება
- კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები
- გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@cartubank.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 ივლისი.
წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
საბანკო
საკრედიტო მენეჯერი