შიდა აუდიტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
20 ივნ - 20 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ცნობილი საერთაშორისო ჯგუფის - Alhokair-ის წევრი Retail Group Georgia 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის Zara, Massimo Dutti, Mango, Marks & Spencer, Bershka, Pull & Bear, Stradivarius , Kiko Milano, Aldo, Oysho, Zara Home, U.S. Polo,  CHARLES & KEITH, Sergent Major,  La Senza,  Accessorize, და ა.შ.  

დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას შემდეგ ლოკაციებზე: თბილისი მოლში, სითი მოლში საბურთალოზე, ისთ ფოინთსა და მერანი მოლში. 

კომპანია ,,Retail Group Georgia’’ აცხადებს ვაკანსიას ,,შიდა აუდიტორის‘’ პოზიციაზე 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 70 

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ( ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10:00 - 19:00მდე. 

 

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • აუდიტის გეგმის შემუშავება ფინანსური, საოპერაციო და შესაბამისი პროექტებისთვის 
  • აუდიტის პროცედურების შესრულება და რეპორტინგი სუპერვაიზერთან შეთანხმებით. 
  •  „TeamMate Audit Management System“-ში აუდიტის გეგმის, სამუშაო დოკუმენტებისა და რეპორტების დოკუმენტირება 
  • ბუღალტრული გატარებების და რეპორტების შემოწმება და მათი შესაბამისობის დადგენა კომპანიის პროცედურებთან  
  • კომპანიის ფინანსური პროგრამის ანალიზი და შეფასება, მონაცემთა სწორი მიგრაციის ჭრილში და კონტროლის მექანიზმების ეფექტურობის შეფასება 
  • აუდიტის ფაილების მომზადება და დოკუმენტირება 
  • კლიენტთან ეფექტური კომუნიკაცია, ინფორმაციის მოგროვება და აუდიტის შესრულება დადგენილ ვადებში. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • აუცილებელია შიდა ან გარე აუდიტის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი უმჯობესია ბუღალტერიის ან აუდიტის მიმართულებით; 
  • Excel-ის და ბუღალტრული აღრიცხვის/ERP სისტემების მაღალ დონეზე ცოდნა 
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე სასაუბრო) 
  • სასურველია ფლობდეს სერტიფიკატებს ACCA, CIA, CISA სასწავლო კურსებიდან 
  • სასურველია დიდ ოთხეულში მუშაობის გამოცდილება 

 

 

პიროვნული თვისებები: 

  • ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე 
  • დროის მართვის უნარი 
  • პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს 
  • კორპორატიულ დაზღვევას 
  • წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას საქართველოსა და სხვა ქვეყნების აუდიტის შესრულების მეშვეობით 

 

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ  CV ფოტოსურათით შემდეგ  მისამართზე:  hrgeo@fahretail.com 

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: შიდა აუდიტორი 

კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. 

 

საბანკო
შიდა აუდიტი

CV ყუთი

გსურთ ამ კომპანიაში მუშაობა?