ფინანსური ანალიტიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
21 ივნ - 11 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „მაღარო კაპიტალი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

კომპანიის შესახებ

შპს „მაღარო კაპიტალი“ არის საქართველოში დაფუძნებული კომპანია, რომელიც ახორციელებს პროექტებს სოფლის მეურნეობის სექტორში. ამჟამად კომპანიის საქმიანობა უკავშირდება 350 ჰა-ზე ნუშის ბაღების გაშენებას კახეთის რეგიონში. მაღარო კაპიტალის მიზანია, რომ გახდეს  საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ნუშის მწარმოებელი და ექსპორტიორი.

 

ფუნქციები:

  • კომპანიის ბიზნეს და ფინანსური მონაცემების ანალიზი;
  • კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების პროგნოზირება;
  • კაპიტალის სტრუქტურისა და ბიუჯეტის მოდელირება;
  • ანალიზის საფუძველზე ფინანსური მოდელების შექმნა ორგანიზაციული გადაწყვეტილების მიღების მხარდასაჭერად;
  • ფინანსური გეგმებისა და რეპორტების შემუშავება;
  • სოფლის მეურნეობის ტენდენციების ანალიზი და რეკომენდაციების გაცემა აღნიშნულ ტენდენციებზე დაყრდნობით;

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკისა ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • ფინანსების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • პუნქტუალური და ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური უნარები.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00. შესვენება 1 საათი.

CV-ის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 10 ივლისი, 2022 წელი.

დაინტერესებულმა აპლიკანტმა CV უნდა გადმოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@mcapital.ge

შენიშვნა: გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსური ანალიტიკოსი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
Girteka
თბილისი