გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
20 ივნ - 20 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

დასახელება:გაყიდვების მენეჯერი

ადგილმდებარეობა:თბილისი

კატეგორია:გაყიდვები

დასაქმების ტიპი:მუდმივი

განყოფილება:გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტი

სამუშაო გრაფიკი:სრული

ანგარიშვალდებული:დეპარტამენტის უფროსი

სახელფასო განაკვეთი

 

ბიზნეს ამოცანა

  • გაყიდვების სტიმულირება და მაქსიმალური შედეგის მიღწევა.

 

სამუშაო აღწერა

ძირითადი ფუნქციები

  • მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება როგორც არსებული ასევე დასრულებული პროექტების შესახებ;
  • დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, მათთან ერთად ობიექტის დათვალიერება, კონკრეტული შეთავაზების მომზადება, გადახდის პირობების/სხვა დეტალების გაცნობა და პრეზენტაციის სახით პროექტზე სრული ინფორმაციის მიწოდება;
  • უკვე ჩატარებული შეხვედრების საკუთარ ბაზაში ჩანიშვნა, ადგილზე გავლილი დეტალების შესახებ მეილის გაგზავნა/სატელეფონო კომუნიკაცია და პროცესის კონტროლი;
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის ინფორმაციული მეილების გაგზავნა (მათ შორის შერჩეული ბინების გათვლები გადახდის სასურველი პირობებით);
  • Facebook-ზე, WhatsApp-ზე, Viber-ზე  და მეილზე შემოსული ლიდების CRM-სისტემაში გადაყვანა, პოტენციურ კლიენტებთან ზარების განხორციელება, შემოსულ ზარებზე პასუხი/გადამისამართება, წერილებისა და გამოტოვებული ზარების გადამოწმება და ბაზაში ასახვა;
  • კომპანიის მომხმარებელთა ბაზის დამუშავება (ახალი კლიენტების მოძიება/მოზიდვის მიზნით არსებული ბაზების მუდმივი განახლება/ახალი ბაზების წარმოება);
  • მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა და დასრულება (end to end process)
  • გაყიდვების ანგარიშგების/ანალიზის წარმოება და მოთხოვნის შესაბამისად დაინტერესებული ზემდგომი პირებისთვის იწოდება
  • გაყიდული ბინების შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაციის (მათ შორის გადახდის ქვითრების) მიწოდება ბუღალტერიისთვის მოთხოვნის შესაბამისად
  • განახლებული პროექტებისთვის გათვლების აწყობა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად
  • საიტებზე არსებული პროექტების ფასების გადამოწმება და განახლებული ინფორმაციის მიწოდება;
  • საიტზე/პრეზენტაციასა თუ სხვა მასალებში არსებული ტექსტების კონტროლი და სწორი თარგმანი საჭიროების შემთხვევაში;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა
  • უშუალო უფროსის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • გამოცდილება: გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება (სასურველია უძრავი ქონების მიმართულებით).
  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის, მარკეტინგის, კომუნიკაციების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
  • საბაზისო კვალიფიკაცია: გამართული  ვერბალური და წერითი კომუნიკაცია, ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმოება, საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა.

 


უნარები:

  • გუნდური, შედეგზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელური, მოტივირებული, პროცესებისა და დროის მართვის უნარი

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@vr.ge

 

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი