მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
20 ივნ - 20 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

დასახელება: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი 

ადგილმდებარეობა: თბილისი 

კატეგორია: მარკეტინგი 

დასაქმების ტიპი: მუდმივი 

განყოფილება: გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტი 

სამუშაო გრაფიკი: სრული 

ანგარიშვალდებული: დეპარტამენტის უფროსი 

 

ბიზნეს ამოცანა 

მარკეტინგული სტრატეგების, ბიუჯეტისა და პერსონალის ოპტიმიზაცია, კომპანიის ცნობადობის ამაღლება და მომგებიანობის გაუმჯობესება. 

სამუშაო აღწერა 

 

ძირითადი ფუნქციები 

  • მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და ახალი პროექტების ინიცირება; 
  • კომპანიის ცნობადობის გაზრდასა და იმიჯის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა; 
  • ბაზრის ტენდენციების ანალიზი და პროგნოზების მომზადება; 
  • კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდისა და სხვა მარკეტინგული არხების მართვა; 
  • საინფორმაციო და საპრეზენტაციო მიზნით კორპორაციული თემფლეითების მომზადება; 
  • სოციალური ქსელის (Facebook; Instagram; LinkedIn) მართვა და ადმინისტრირება; 
  •  მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა და მოზიდვა; 
  • ადგილობრივ და უცხოურ უძრავი ქონების სხვადასხვა პორტალებზე ინფორმაციის განთავსება/განახლება; 
  • ციფრული მარკეტინგული აქტივობების მენეჯმენტი; 
  • რენდერების განახლება, 2D/3D არქიტექტორებთან და დიზაინერებთან აქტიური კომუნიკაცია; 
  • ბანერების სტრატეგიული ლოკაციების მოძიება და სარეკლამო კომპანიებთან მოლაპარაკება; 
  • მაკეტის დამზადების პროცესების მართვა; 
  • დროის ოპტიმაზიციის გათვალისწინებით, ბანერებზე რენდერების დამუშავება, ბეჭდვა და განთავსება; 
  • სასპონსორო და სხვა ტიპის თანამშრომლობის მიზნით პოტენციური პარტნიორების მოძიება; 
  • კომპანიაში არსებული ბრენდირებული მასალების მომზადება./განახლება; 
  • ფოტო/ვიდეო კონტენტის შემუშავება  და გადაღების კონტროლი; 
  • არსებული ხარჯის, ინვოისების შეგროვება და პერიოდულად ბუღალტერიისთვის მიწოდება;  
  • მარკეტინგის დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვა და ოპტიმიზაცია; 
  • ბრენდინგისა და სარეკლამო კამპანიების ზედამხედველობა, მომსახურების პირობების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა, ვადების კონტროლი; 
  • პროგრეს რეპორტებისა ანალიზი და მენეჯმენტისთვის წარდგენა; 
  • ბიზნეს მიზნის მისაღწევად, უშუალო უფროსის დავალებით, სხვადასხვა მითითების შესრულება; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

  • გამოცდილება: მარკეტინგის სფეროში მუშაობის ორწლიანი გამოცდილება დეველოპერულ კომპანიაში; 
  • განათლება: აკადემიური ხარისხი მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.  
  • საბაზისო კვალიფიკაცია: მარკეტინგული სტრატეგიების, არხებისა და ბრენდინგის ცოდნა, ძლიერი  ვერბალური და წერითი კომუნიკაცია, საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა. 
  • უნარები: ინიციატორი, კრეატიული, გუნდური, შედეგზე ორიენტირებული, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი, ძლიერი ანალიტიკური აზროვნება, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა 

 

გთხოვთ, ყველა არსებული რეზუმე გადმოგვიგზავნოთ მეილზე : vacancy@vr.ge

 

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი