პრობლემური აქტივების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ერთ წელზე ნაკლები
20 ივნ - 20 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

პრობლემური აქტივების მართვის კომპანია შპს „ტრიბა“, რომელიც წარმოდგენილია 7 ფილიალით თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, 2009 წლიდან მოყოლებული წარმატებით მოღვაწეობს, პრობლემური აქტივების მართვის სფეროში. კომპანიაში დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი.

შპს „ტრიბა“ აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

მოვალეობები: 

  • პორტფელში არსებულ კლიენტებზე ინფორმაციის მოძიება და დამუშავება; 
  • პრობლემურ კლიენტებთან  მოლაპარაკებების წარმოება;
  • პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების გზების ძიება;
  • ვალდებულებების დაფარვის უზრუნველყოფა;
  • პორტფელის სისტემატური მონიტორინგი.

 

მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • აქტიურ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ გამოცდილება შემდეგ სფეროებში: გაყიდვები, ქოლცენტრი, საბანკო, იურიდიული.

 

სამუშაო საათები: 

  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან -18:00-მდე
  • შაბათს 10:00დან -14 :00მდე.

 

 

ამ პოზიციაზე  თქვენი კანდიდატურის განსახილველად, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ მისამართზე:  hr@triba.ge ასევე მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება და რეგიონი სადაც გინდათ, რომ განიხილებოდეს თქვენი კანდიდატურა.  

საბანკო
პრობლემური სესხების ოფიცერი