რეზერვაციის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
20 ივნ - 20 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„რუსტარ ონლაინი“  საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიაა, რომელიც დუბაიში დაფუძნებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის,  „რუსტარ ტურიზმის“ პარტნიორს წარმოადგენს. კომპანიების ჯგუფი „რუსტარი“ უკვე 15 წელია  ტურისტულ სფეროშია, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან და უკავია მოწინავე პოზიციები როგორც შემომყვან კომპანიას  6  ქვეყანაში: არაბთა გაერთიანებული საამიროები, საქართველო, აზერბაიჯანი, მალდივები, სეიშელის კუნძულები და თურქეთი.  საქართველოში კომპანია  5  წელია არსებობს და წარმოადგენს სწრაფად მზარდ კომპანიას.  

ჩვენი გუნდი გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს,  სწრაფი ადაპტაციისთვის კეთილგანწყობილ გარემოს  და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

“რუსტარ ონლაინი”  აცხადებს ვაკანსიას   „რეზერვაციის   მენეჯერის“  პოზიციაზე.

 

მოვალეობები:

  • აგენტებთან კომუნიკაცია;
  • ელექტრონული საშუალებებით პარტნიორებთან კომუნიკაცია .
  • ტურისტული პაკეტების შედგენა / სასტუმროების დაჯავშნა/
  • ჯავშნის სისტემაში ასახვა;
  • გაყიდვების გაზრდა/კლიენტების მოზიდვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეზერვაციის მენეჯერის ან ტურ ოპერატორის პოზიციაზე.
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
  • წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მიზანსწრაფულობა.

 

კანდიდატების შერჩევა მოხდება  გასაუბრების საფუძველზე.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@rustaronline.ge  ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ:    www.rustartourism.com

 

გისურვებთ წარმატებას!

 

ტურიზმი/გართობის სექტორი
ჯავშნები