HR ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 600 - 600
  • ერთ წელზე ნაკლები
  • ინგლისური,რუსული
17 ივნ - 17 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

იცოდი ჩვენ შესახებ?! 

CITYCOM არის სადარბაზოს ელექტრონული საფულე (Fundraising), რომელიც საშუალებას აძლევს კორპუსის მაცხოვრებლებს ლიფტით მგზავრობით შემოსული თანხა დააგროვონ მათი სადარბაზოს პირად ანგარიშზე და მართონ ის თავისი მიზნების შესაბამისად, გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ. სითიქომის საბარათე სისტემის დამონტაჟებით კორპუსის მაცხოვრებელს აღარ უწევს ხურდის მუდმივი ძიება ლიფტით სარგებლობისთვის. ჩვენი ბარათის წამკითხველ მოწყობილობაზე ბარათის დაფიქსირებისას ისინი მგზავრობენ კომფორტულად.   

 

ძალიან კარგი იქნება თუ შენ: 

ხარ პროაქტიური, განვითარებაზე ორიენტირებული, თვითორგანიზებული. გიყვარს კომუნიკაცია და ყველასთან პოულობ საერთო ენას. გიყვარს გუნდთან მუშაობა და მათ წინაშე მდგარი დაბრკოლებების მოგვარება. არ არსებობს შენთვის გადაულახავი გამოწვევები.  

თუ შენი თავი იცანი - ჩვენ გეძებთ შენ  HR ასისტენტის  პოზიციაზე სამუშაოდ. 

 

რისი კეთება მოგიწევს?! 

  • ვაკანსიის ტექსტის მომზადება და გამოქვეყნება(დასაქმების გვერდები, Linkedin, Facebook); 
  • შემოსული CV -ების გადარჩევა, გასაუბრებების ჩანიშვნა; 
  • შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთან ერთად გასაუბრების ჩატარება; 
  • Onboarding - ის პროცესის მართვა; 
  • თანაშრომლების შრომით დოკუმენტების მომზადება/განახლება, ბაზებთან მუშობა;  
  • ტრენინგების და ტესტების დაგეგმვა/დაორგანიზება; 
  • HR სამსახურში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიღება; 

 

მთავარია გქონდეს:  

  • რეკრუტინგში 6 დან 12 თვემდე მუშაობის მუშაობის გამოცდილება; 
  • HR ადმინისტრირებაში 6 თვემდე მუშაობის გამოცდილება; 
  • MC Office- თან მუშაობის გამოცდილება; 
  • ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე კომუნიკაციის გამოცდილება 

 

სამუშაო დრო: ცვლაში მუშაობა 10:00-18:00 

ანაზღაურება: 600 ლარი 

 

თუ შენ ამ ტექსტის კითხვისას გაგეღიმა და საკუთარი თავი ამოიცანი. ასევე, გაგიჩნდა განცდა, რომ ეს ის საქმეა, რაც აქამდეც გიკეთებია და კიდევ უფრო მეტის კეთების საშალებას გაძლევს, მაშინ, გამოგვიგზავნე შენი CV ელექტრონულ მისამართზე hr@citycom.ge

სივის გამოგზავნისას გთხოვ, რომ იმეილის სათაურის (Subject) ველში გადაიტანო ეს >>> „HR ასისტენტი“ დასახელება.  

აქვე გაყენებ საქმის კურსში, რომ ჩვენს კომპანიაში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ  შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიასთან.  

მოგწონს რაც აქამდე წაიკითხე?  

მაშ გამოგზავნე შენი CV!  

 

CITYCOM-ის გუნდი გისურვებთ წარმატებებს. 

 

ადამიანური რესურსები
HR ასისტენტი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
Girteka