ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800
27 ივნ - 17 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 592008843

აგროტექნო აცხადებს ვაკანსიას ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე

ჩემო მომავალო კოლეგავ,

გეძებ მთელი გულით, რათა ყველაფერი გასწავლო რაც ვიცი, ყველაფერი მასწავლო რაც იცი და ერთად ვისწავლოთ, რაც ჯერ არ ვიცით.

რეზიუმეს გამოგზავნის დროს არ დაგავიწყდეს მოტივაცია, შენი საქმის, პროფესიის, მომავალი თანაშრომლების და თითოეული კანდიდატის სიყვარული.

ხელფასი? ძალიან ბევრი არა, 800 ლარი, მაგრამ ერთად მეტსაც შევძლებთ.

ცოტა შორს შეგაპტიჟები (შეიძლება არც ისე შორს), კახეთის გზატკეცილზე, ჩვენთან, აგროტექნოში. ზაფხულმა არ დაგაბრკოლოს, აუცილებლად გექნება შვებულება.

 

 

იცი, შარშან ამ დროს ვეძებდი მეგობარი კომპანიისთვის ზუსტად ასეთი მოტივაციით და ოქროს ლიკა აღმოვაჩინე (+995 592008843), შემდეგ მეორე მეგობარი კომპანიისთვის ასევე ოქროს მარი (+995 577173421), პირობას ვასრულებ, ერთად ვიზრდებოდით და ვიზრდებით, მაგრამ თუ გინდა თვითონ დაუკავშირდი და დარწმუნდი.

მოემზადე, აუცილებლად გიპოვი! 

გელოდები ძალიან საინტერესო თავგადასავლისთვის: hr@at.com.ge

 

თუკი ერთმანეთს ვერ შევხვდით, გისურვებ ისეთ პროფესიულ ზრდას, რომ მალე მე გამოგიგზავნო რეზიუმე შენი ასისტენტობის ვაკანსიაზე!

ადმინისტრაცია
პირადი ასისტენტი