სატელეფონო მომსახურების წარმომადგენელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
17 ივნ - 17 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

იცოდი ჩვენ შესახებ?! 

CITYCOM არის სადარბაზოს ელექტრონული საფულე (Fundraising), რომელიც საშუალებას აძლევს კორპუსის მაცხოვრებლებს ლიფტით მგზავრობით შემოსული თანხა დააგროვონ მათი სადარბაზოს პირად ანგარიშზე და მართონ ის თავისი მიზნების შესაბამისად, გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ. სითიქომის საბარათე სისტემის დამონტაჟებით კორპუსის მაცხოვრებელს აღარ უწევს ხურდის მუდმივი ძიება ლიფტით სარგებლობისთვის. ჩვენი ბარათის წამკითხველ მოწყობილობაზე ბარათის დაფიქსირებისას ისინი მგზავრობენ კომფორტულად.   

 

პოზიციის/როლის მიზანია, კომპანიის მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის განვითარების ახალ საფეხურზე აყვანა. 

 

ძალიან კარგი იქნება თუ შენ: 

ხარ პროაქტიური, განვითარებაზე ორიენტირებული, თვითორგანიზებული. გიყვარს საუბარი და ყველასთან პოულობ საერთო ენას. გიყვარს მომხმარებელთა მომსახურება და მათ წინაშე მდგარი დაბრკოლებების მოგვარება. არ არსებობს შენთვის გადაულახავი გამოწვევები.  

თუ შენი თავი იცანი - ჩვენ გეძებთ შენ  სატელეფონო მომსახურების წარმომადგენელის პოზიციაზე სამუშაოდ. 

 

რისი კეთება მოგიწევს?! 

  • კომპანიის მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის დაცვით ემსახურები მომხმარებლებს; 
  • მაღალი სტანდარტის სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით მომხმარებელს აწვდი ამომწურავ და ზუსტ ინფორმაციას;  
  • სისტემაში ამუშავებ მომხმარებლისგან მიღებულ ინფორმაციას შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად; 
  • სატელეფონო საუბრისას ავლენ დაბრკოლებებს და იღებ მომსახურების პროცესის მართვისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს;  
  • აანალიზებს სატელეფონო კომუნიკაციისას გამოვლენილი ხარვეზებს, სისტემაში ასახავ მოწოდებულ ინფორმაციას; 
  • აგვარებ მომსახურების პროცესში წამოჭრილ პრობლემებს და მუდმივად ზრუნავ მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაზე; 
  • მუდმივად ზრუნავ ინდივიდუალური KPI მონაცემების გაუმჯობესებაზე;  
  • მუდმივად ზრუნავ საკუთარი და გუნდის მაჩვენებლების (SL) გაუმჯობესებაზე; 

 

მთავარია გქონდეს:  

  • კონტაქტ ცენტრში მუშაობის გამოცდილება   
  • მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაციის გამოცდილება  
  • პრობლემების მოგვარების გამოცდილება 
  • ეფექტური მოლაპარაკებების მართვის გამოცდილება  
  • ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება 

 

სამუშაო დრო: ცვლაში მუშაობა 09:00-17:00 /13:00-21:00 - კვირაში ორი დასვენების დღე, ღამის ცვლა  21:00-09:00  ყოველ მეორე ღამეს მუშაობა.  

ანაზღაურება: სისტემურად მზარდი ფიქსირებული ანაზღურება + ბონუსი 

 

თუ შენ ამ ტექსტის კითხვისას გაგეღიმა და საკუთარი თავი ამოიცანი. ასევე, გაგიჩნდა განცდა, რომ ეს ის საქმეა, რაც აქამდეც გიკეთებია და კიდევ უფრო მეტის კეთების საშალებას გაძლევს, მაშინ, გამოგვიგზავნე შენი CV ელექტრონულ მისამართზე hr@citycom.ge  

სივის გამოგზავნისას გთხოვ, რომ იმეილის სათაურის (Subject) ველში გადაიტანო ეს > „სატელეფონო მომსახურების წარმომადგენელი“ დასახელება.  

აქვე გაყენებ საქმის კურსში, რომ ჩვენს კომპანიაში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ  შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიასთან.  

მოგწონს რაც აქამდე წაიკითხე?  

მაშ გამოგზავნე შენი CV!  

 

CITYCOM-ის გუნდი გისურვებთ წარმატებებს. 

 

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი