ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
27 ივნ - 17 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

Veli.Store არის ონლაინ ვაჭრობის ვებგვერდი, სადაც წარმოდგენილია წამყვანი ბრენდების პროდუქცია. ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ვებგვერდზე შეიძინონ წვრილი ტექნიკა, საოჯახო ქიმია, თავის მოვლის საშუალებები, საოჯახო ნივთები, წიგნები, საკანცელარიო პროდუქცია და ყველაფერი ის, რაც თანამედროვე სამყაროში კომფორტულ ცხოვრებას აადვილებს. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდები. ჩვენ გამოგვარჩევს მომხმარებელზე ორიენტირება, მომსახურების მაღალი ხარისხი და სწრაფი და იაფი მიწოდება.

ჩვენი მიზანია არა მხოლოდ მომხმარებლებს ჰქონდეთ სწრაფი წვდომა მათთვის სასურველ პროდუქტებზე, არამედ შევქმნათ სასიამოვნო და ზრდაზე ორიენტირებული გარემო ჩვენი თანამშრომლებისთვის.

კომპანია 2021 წლის გაზაფხულზე, აჭარა ჯგუფის ფარგლებში შეიქმნა და დეკემბრიდან ოფიციალურად შეუერთდა ელექტრონული ვაჭრობის ბაზარს.

 

veli.store -ს გუნდი ეძებს ქოლ-ცენტრის ოპერატორს.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  ვებგვერდზე არსებული პროდუქტების შესწავლა და მომხმარებლისათვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  •  მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
  •  ელ. ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  •  ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
  •  აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა;
  •  ინგლისური ენის ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები:

  •  ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  •  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  •  ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: info@veli.store სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი