დირექტორის მოადგილე ადმინისტრაციულ დარგში
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 3 - 5 წლამდე
- ინგლისური,რუსული
17 ივნ - 17 ივლ
სტანდარტი


დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის მოადგილის ადმინისტრაციულ დარგში პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაქვემდებარება: ადმინისტრაციული სამსახური, გაყიდვების განყოფილება, საოპერაციო განყოფილება, სამეურნეო სამსახური
ფუნქცია–მოვალეობები:
ორგანიზაციის ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა/განვითარება:
- კომპანიის მიზნებისა და სტრატეგიის შემუშავებასისა და განხორციელების პროცესის კოორდინაცია;
- ადმინისტრაციული მიმართულების სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და საქმიანობის შედეგების ანალიზი;
- კომპანიის ადმინისტრაციული პროცესების ოპტიმიზაცია;
- კომპანიის ადმინისტრაციული საქმისწარმოების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, საარქივო საქმიანობის წარმოების უზრუნველყოფა;
- სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული კომუნიკაციისა და სხვადასხვა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობა;
- სახელმწიფო და კერძო ტენდერების მუდმივი მონიტორინგი და კომპანიის მომსახურებასთან რელევანტურ ტენდერებში შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მონაწილეობის მიღება.
- კომპანიის შიდა ბრძანებების, ინსტრუქციების,პროცედურების შემუშავება და შესრულების პროცესის მონიტორინგი;
- კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვის ზრდისა და გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა
- ოფისის გამართული მუშაობისთვის საჭირო სამეურნეო და საკანცელარიო საქონლის დროულად შესყიდვის უზრუნველყოფა;
- ადმინისტრაციული შენობის მოწესრიგის მუდმივი კონტროლი.
მარკეტინგისა და საკომუნიკაციო აქტივობების მართვა
- კომპანიის მარკეტინგული საკომუნიკაციო პოლიტიკის დაგეგმვისა და სწორად წარმართვის ზედამხედველობა;
- კომპანიის, როგორც ბრენდის სწორი პოზიციონირების მხარდაჭერა;
- პარტნიორებთან/ კლიენტებთან მჭიდრო და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა;
- კომპანიის PR აქტივობების, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მართვა (მარკეტინგული და PR აქტივობების დაგეგმვა, ბიუჯეტის შედგენა და გახარჯვის მონიტორინგი);
- კომპანიის ვებ.გვერდისა და სოციალური მედია პლატფორმებზე განთავსებული ინფორმაციის მონიტორინგი;
- კომპანიაში არსებული სიახლეების, ღონისძიებების, მარკეტინგული აქტივობების მედიაში სწორი გაშუქება და მუდმივი კონტროლი (მედია მონიტორინგი);
ადამიანური რესურსების პოლიტიკის შემუშავება და HR პროცესების მართვა
- კომპანიის HR სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების პროცესის მართვა;
- ორგანიზაციული კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
- კომპანიის ორგანიზაციული ანალიზი, სამუშაო აღწერების შემუშავება და მუდმივი განახლება;
- თანამშრომელთა მოზიდვისა და შერჩევის პროცესის ეფექტურად მართვა - კომპანიის სტრატეგიული გეგმებიდან გამომდინარე, ახალი პერსონალის მოზიდვის საჭიროების განსაზღვრა, შრომის ბაზარზე ადამიანური რესურსის ღირებულების შესწავლა და ანალიზი; საჭიროების შემთხვევაში კადრების(ადმინისტრაციის თანამშრომლების) რეზერვის ფორმირება და განახლება;
- თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა - პროფესიული განვითარების საჭიროების გამოვლენა და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა - სწავლების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიმდინარე და სამომავლო გეგმების შემუშავება;
- შესაბამისი პროფილის ორგანიზაციებთან სწავლისა და განვითარების საკითხებზე თანამშრომლობა;
- სამუშაოს შესრულების შეფასების სისტემის დანერვა
- თანამშრომლთა მოტივაციასა და შენარჩუნებაზე ზრუნვა - შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სტიმულირების და მატერიალური წახალისების ფორმების შემუშავება-დამუშავება, ანაზღაურების ფორმების სრულყოფა;
- კომპანიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შრომის კანონმდებლობის, კომპანიის შინაგანაწესის, შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, ეთიკის კოდექსის მოთხოვნათა შემუშავება/დახვეწა და დაცვაზე კონტროლი;
თანამშრომლების მართვა
- კომპანიის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაზე დაყრდნობით, თანამშრომელებისთვის ამოცანების დასახვა და შესრულების პროცესის კოორდინაცია;
- საქმიანობის შესრულების პროცესში, თანამშრომელთა მხარდაჭერა და ზედამხედველობა - რეკომენდაციებისა და რჩევების მიცემა;
- განაწილებული საქმიანობის დროული და ხარისხიანი შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
- თანამშრომლებთან რეგულარული შეხვედრების მოწყობა, მიმდინარე პროცესებისა და დაგეგმილ ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
სამუშაო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - სასურველია მაგისტრის ხარისხი;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
კომპეტენციები
- გუნდის მართვა;
- ურთიერთობების მართვა;
- დაგეგმვა და ორგანიზება;
- -პრობლემების ანალიზი და გადაჭრა;
- პრეზენტაციის უნარი;
- პასუხისმგებლობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
TOP მენეჯმენტი
დირექტორის მოადგილე