დამხმარე ბუღალტერი
რუსთავი
  • სრული განაკვეთი
  • 600 - 800
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
27 ივნ - 17 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზირებულია სამი მიმართულებით: 

  • წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია; 
  • არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია; 
  • გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი. 

კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში. 

გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს! 

გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას! 

 

ვაკანსია: დამხმარე ბუღალტერი 

ადგილმდებარეობა: ქალაქი რუსთავი 

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 

ხელფასი: 600-800 (დარიცხული) 

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება; 
  • ყოველდღიური რეალიზაციის შემოწმება და ასახვა საბუღალტრო პროგრამაში; 
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი; 
  • სალაროს ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი; 
  • სხვადასხვა ყოველდღიური ოპერაციების შესრულება; 
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი; 
  • თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკური ან ფინანსების მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც); 
  • სასურველია ACCA-ის პირველი დონის სერტიფიკატი; 
  • ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლიანი ცოდნა; 
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა საბაზისო დონეზე; 
  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა საბაზისო დონეზე; 
  • სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • სასურველია პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (განსაკუთრებით Excel); 
  • ინგლისური ენის ცოდნა (მინიმალური დონე B1). 

 

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • დროის ეფექტურად მართვა; 
  • დეტალებზე ორიენტირება; 
  • განვითარებაზე ორიენტირება; 
  • პუნქტუალურობა; 
  • ანალიტიკური აზროვნება. 

 

ჩვენ გავაზობთ: 

  • კარიერული წინსვლა; 
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა. 

 

კონკურსის ეტაპები:  

  • შესარჩევი სიის მომზადება; 
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან; 
  • გასაუბრება ფინანსურ მენეჯერთან და გენერალურ დირექტორთან. 

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ოპერატორი“. 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. 

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ! 

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას! 

 

ავტო-მოტო სერვისი
სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტრის თანაშემწე