IT მხარდაჭერის სპეციალისტი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 1 - 2 წლამდე
- ინგლისური,რუსული
17 ივნ - 17 ივლ
სტანდარტი


კომპანია FINA აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენს შესახებ:
კომპანია FINA 2011 წლიდან ორგანიზაციებს სთავაზობს ბიზნესის მართვის და აღრიცხვის თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფას, აიტი მხარდაჭერას და სასერვერო მომსახურებას. ამჟამად კომპანია FINA ემსახურება 5000-ზე მეტ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობენ ბიზნეს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ბუღალტერია, ვაჭრობა, დისტრიბუცია, წარმოება, რესტორანი და სასტუმრო. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე www.FINA.ge
მოვალეობები:
- პროგრამების ინსტალაცია და გაწყობა მომხმარებლებთან;
- სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების გამართვა;
- პროგრამასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოგვარება;
- სერვერების მართვა, მონიტორინგი და კონტროლი;
- ქსელური ინფრასტუქტურის გაწყობა;
მოთხოვნები:
- IT-ში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- Microsoft Windows ოპერაციული სისტემის მაღალ დონეზე ფლობა (Widnows 10 / Server)
- სასურველია Ubuntu/Linux ოპერაციული სისტემის მომხმარებლის დონეზე ფლობა
- უმაღლესი განათლება ტექნიკურ სფეროში
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- დახვეწილი მეტყველება
- ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები
- პროგრამული უზრუნველყოფის ათვისების უნარი
- მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული
- კომუნიკაბელური და ენერგიული
- პრეზენტაბელური და რესპექტაბელური
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) თანდართული ფოტოთი ელ. ფოსტაზე: contact@fina.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ “ IT მხარდაჭერის სპეციალისტი”.
გისურვებთ წარმატებას!
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი