კონსულტანტი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • საშუალო განათლება
  • ერთ წელზე ნაკლები
  • რუსული,ინგლისური
17 ივნ - 16 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს ,,გლობალ პროდაქტს შოპს"-ი წარმოადგენს ახალ დაასრსებულ კომპანიას, რომელიც მუდმივად ზრუნავს ქსელის გაფართოებასა და განვითარებაზე, ამ ეტაპისთვის ბაზარზე წარმოდგენილი ოთხი ფილიალით/მაღაზიით ქ. ბათუმში, თუმცა ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე გავცდებით რეგიონს და მოვიცავთ მთელ საქართველოს ჩვენს ძლიერ გუნდთან ერთად; 

 შპს ,, გლობალ პროდაქტს შოპს“-ი აცხადებას ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში; 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე; 
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა; 
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა; 
  • გაყიდული პროდუქციის სანაცვლოდ თაროების დროულად შევსება; 
  • მომხმარებლების მიერ ხშირად მოთხოვნადი პროდუქციის აღრიცხვა; 
  • პროდუქციის ეტიკეტირებისა და ვადების კონტროლი; 
  • ხარვეზების შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება; 

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • სასურველია  უმაღლესი ან პროფესიული განათლება; 
  • აუცილებელია საშუალო განათლების ქონა; 
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; 
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ სამთვიანი გამოცდილება. 

 

პიროვნული თვისებები: 

  • ენერგიული; 
  • კომუმიკაბელური 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე; 
  • მოტივირებული; 
  • შრომისმოყვარე; 
  • თავაზიანი; 
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე; 

 

ჩვენთან დასაქმებულ თანამშრომლებს  ჩვენ ვთავაზობთ; 

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს; 
  • დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას; 
  • ფიქსირებულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას; 
  • მზარდ ანაზღაურებას პერიოდულად (ყოველ მე-3; მე-6 თვეს) 
  • ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურებას; 
  • საპენსიო შენატანის სრულად ანაზღაურებას კომპანიის მხრიდან; 
  • მეგობრულ გარემოს; 
  • სუფთა და კომფორტულ სამუშაო სივრცეს; 
  • სპორტული დარბაზების აბონემენტს; 
  • ანაზღაურებას შვებულებას; 
  • სხვადასხვა სასწავლო-სატრენინგო პროგრამებს პოზიციებიდან გამომდინარე 
  • და სხვა ბევრ სერვისებს როგორც კომპანიის, ასევე დასაქმებულის ინტერესებიდან გამომდინარე; 

 

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის აპლიკაცია/CV/რეზიუმე და სხვ., რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემს,  დამსაქმებლის მიერ შეგროვდება, დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ხელმძღვანელობით. აღნიშნული მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთანავე, კანდიდატი აცხადებს თანხმობას მასზედ, რომ პოტენციური დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს და გადასცეს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, დამსაქმებლის შესაბამისს სამსახურსს, არსებული შრომითი ურთიერთობის ეფექტურად  განხორციელების მიზნით. კანდიდატი ასევე აცხადებს თანხმობას, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არ დადგომის შემთხვევაში დამსაქმებელი უფლებამოსილია კანდიდატის არ დასაქმების შემთხვევაში 1 (ერთი) წლის განმავლობაში შეინახოს და დაამუშაოს ინფორმაცია იმავე მიზნებისთვის, რა მიზნებისთვისაც მოხდა აღნიშნული მონაცემების მოპოვება. ასევე კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ შპს გლობალ პროდაქტს შოპს გადაეცეს მონაცემი ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებლისგან (მათ შორის, საჯარო, კერძო, ფიზიკური პირი და ა.შ.). დასაქმების კანდიდატი აცნობიერებს, რომ წინამდებარე თანხმობის გაცემით დამსაქმებელი არ იღებს რაიმე ვალდებულებას თანხმობის გამცემის მიმართ,  მათ შორის, დამსაქმებელი არ არის ვალდებული გააფორმოს დასაქმების კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება. კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი უფლებამოსილია ა) მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ არსებულ მონაცემებზე; ბ) მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება. 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე:  vacancy@globalproducts.ge და  დასახელებაში მიუთითეთ პოზიციის  დასახელება, ან შეავსეთ ქვემოთ მითითებული ლინკი:https://b24-8v0vej.bitrix24.site/GLOBAL%20PRODUCTS%20SHOPS/ 

ჩვენი მეგობრული გუნდი გელით თქვენ, გისურვებთ წარმატებას ! 

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი