მთავარი ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 5 - 7 წლამდე
  • ინგლისური
15 ივნ - 15 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „ბიოდიზელი ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე: 

სამუშაო ადგილი: თბილისი 

სამუშაო საათები: ორშ.-პარ. : 10:00 – 19:00 

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით; 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება; 
  • საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა; 
  • პირველადი დოკუმენტების შედგენა და დამუშავება (ინვოისი, მიღება-ჩაბარება, ანგ.ფაქტურა და ა.შ); 
  • სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, მატერიალური და არამატერიალური აქტივების შეძენის, წარმოების, რეალიზაციის, ჩამოწერის ოპერაციები. 
  • სახელფასო უწყისების წარმოება და გატარება; 
  • ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, საბანკო გადარიცხვების განხორციელება; 
  • სხვა ბუღალტრული გატარებები კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე; 
  • დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი; 
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დეკლარაციების მომზადება და გადასახადების დაანგარიშება; 
  • საბუღალტრო რეპორტების მომზადება; 
  • საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა და საგადასახადო აღრიცხვის ზედამხედველობა; 
  • ანგარიშგებების მოზადება მენეჯმენტისთვის. 

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში; 
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; 
  • საბუღალტრო პროგრმების საფუძვლიანი, პრაქტიკული ცოდნა; 
  • საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების (IFRS) ცოდნა; 
  • ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიული მომზადების დამადასტურებელი სერტიფიკატი (სასურველია AССA-ის სერტიფიკატი); 
  • ბუღალტერის სასერტიფიკაციო გამოცდების სერტიფიკატები; 
  • ფინანსური ანგარიშგების  სტანდარტების კვალიფიციური ცოდნა; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel,); 
  • საგადასახადო კანონმდებლობის კვალიფიციური ცოდნა; 
  • წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი; 
  • ინგლისური ენის ცოდნა; 

 

პიროვნული თვისებები: 

  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • დეტალებისადმი ორიენტირებული; 
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი. 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@biodiesel.ge. გთხოვთ ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.  

ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი
მსგავსი განცხადებები