მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
15 ივნ - 15 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ორბიტა არის საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში რომელიც წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელსაც გააჩნია ხანგრძლივი იტორია.

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  პოტენციური ბაზრის ანალიზი, სტრატეგიის და ბაზრის წილის გაზრდა;
  •  მარკეტინგული ბიუჯეტირების მომზადება და მონიტორინგი;
  •  გაყიდვების სტიმულირებისთვის პროექტების მომზადება და ანალიზი;
  •  კომპანიისა და კომპანიის პროდუქციის ცნობადობის და პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების გატარება;
  •  საპრეზენტაციო მასალების, სოციალური მედიის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და მათი განხორციელება;
  •  გამოფენებისთვის ან სხვა ღონისძიებებისთვის შესაბამისი პროდუქციის შერჩევა და მათ პოპულარიზაციაზე ზრუნვა;
  •  PR აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  •  სარეკლამო სააგენტოებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
  •  კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება
  •  ATL/BTL აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
  •  მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 4 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  •  გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  •  საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

 

პირობები და ბენეფიტები:

  •  სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება)
  •  დაზღვევა;
  •  კორპორატიული ნომერი;

 

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს !

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი