არქიტექტურული ჯგუფის  ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 5 - 7 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
24 ივნ - 14 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

,,ელემენტ  ქონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: 

პოზიციის დასახელება:  არქიტექტურული ჯგუფის  ხელმძღვანელი 

სამუშაო განაკვეთი: სრული 

სამუშაო ადგილი: თბილისი 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • არქიტექტურული და საპროექტო  ჯგუფის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და მართვა; აზომვითი ნახაზების შედგენის კოორდინირება; 
  • მუშა ნახაზების შექმნის პროცესის მონიტორინგი; 
  • პროექტის შესაბამისი შიდა და გარე დიზაინის შემუშავება ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორებიცაა: ბიუჯეტი, შენობის მდებარეობა, მიმდინარე ტენდენციები და ა.შ. 
  • მომზადებული დიზაინის/პროექტის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში მისი კორექტირება; 
  • პროექტირების პროცესში სამუშაო მიმართულებების  კოორდინაცია (არქიტექტურია, კონსტრუქცია, MEP სისტემების პროექტირება, ინტერირერის და ექსტერიერის დიზაინი);შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან სამშენებლო ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადების  კოორდინაცია; 
  • არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების კოორდინირება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან 
  • უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით; 
  • სამშენებლო სექტორში  მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება; 
  • ამ სფეროში კანონით განსაზღვრული ყველა მოქმედი სახელმწიფო დადგენილების ცოდნა, მათ შორის ქალაქ თბილისის არქიტექტურული და ურბანული კანონმდებლობის ცოდნა; 
  • პროფესიული კომპიუტერული პროგრამების: ArchiCAD, AutoCad, Revit და  Lumion და ა.შ ფლობა; 
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა; 
  • MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა. 

 

უნარ-ჩვევები: 

  • გუნდის მართვის უნარი; 
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • მოლაპარაკებების წრამოების უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
  • ინიციატურობა; 
  • ახალ გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი; 

 

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge    2022 წლის   14 ივლისამდე. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევა მოხდება ყოველდღიურ რეჟიმში. 

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული. 

სამშენებლო, უძრავი ქონება
არქიტექტორი,
სამშენებლო პროექტების მართვა