რეპორტინგის/ანგარიშგების უფროსი ოფიცერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • რუსული,ინგლისური
15 ივნ - 14 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ჯორჯიან მანგანეზი აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის (ანგარიშგების) უფროსი ოფიცრის პოზიციაზე, რომლის მიზანია შიდა და გარე მოხმარებისათვის ფინანსური ანგარიშგებისა და ანალიტიკური რეპორტების მომზადება.

  •  სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი
  •  სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 სთ
  •  ანაზღაურება : დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე

 

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  •  ჯგუფში შემავალი ყველა კომპანიის ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, გარე და შიდა მოხმარებისთვის, ყოველთვიურად, კვარტლურად და წლიურად;
  •  ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების საკითხებში სტრუქტურული ერთეულების კოორდინაცია და ფინანსური ინფორმაციის მომზადება-მიწოდებაში სხვა დეპარტამენტების მხარდაჭერა;
  •  ფინანსური ანგარიშგებისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება;
  •  გარე აუდიტის პროცესის კოორდინირება, მათ მიერ წარმოდგენილი ფორმების შევსება და მიწოდება, კონსულტირება და მხარდაჭერა;
  •  ბანკების და სხვა ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება და დროული მიწოდება;
  •  დებიტორული/კრედიტორული დავალიანების ხანდაზმულობის გაანგარიშება და ანალიტიკა;
  •  ექსპორტზე რეალიზებული საქონლის ანალიტიკა და ბუღალტრული ინფორმაციის სისწორის მონიტორინგი;
  •  საბუღალტრო პროგრამაში არსებული ინფორმაციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
  •  სააღრიცხვო პროგრამაში ფინანსური რეპორტების (მათ შორის საერთაშორისო სტანდართებთან შესაბამისი რეპორტების) ავტომატიზაციის პროცესის ინიცირება და კონტროლი;
  •  წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების ანალიტიკა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი (თვიური, კვარტალური, წლიური);
  •  სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სისწორის მონიტორინგი (მათ შორის რეესტრების მართვა);
  •  მიღებული და გაცემული სასესხო ვალდებულებების მონიტორინგი და მათი დროული შესრულების კონტროლი;
  •  მსხვილ დებიტორ/კრედიტორებთან პერიოდული შედარება, საჭიროებისამებრ ურთიერთგადაქვითვის ინიცირება და იურიდულ დეპარტამენტთან კოორდინაცია;
  •  ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული გარე კონსულტანტებთან კომუნიკაცია და მათი კოორდინაცია;
  •  სხვა მოთხოვნილი ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
  •  მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  •  Excel-ის უმღლეს დონეზე ცოდნა;
  •  სასურველია ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (მათ შორის 1C ERP-სისტემის ცოდნა);
  •  ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  •  გამართულად წერისა და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  •  დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა
  •  დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  •  ორგანიზებულობა

 

ბენეფიტები:

  •  ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გუნდი
  •  ჯანმრთელობის დაზღვევა
  •  სატელეფონო ლიმიტი

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „რეპორტინგის (ანგარიშგების) უფროსი ოფიცერი“, კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, გისურვებთ წარმატებებს!

ბუღალტერია/ფინანსები
ანგარიშების მენეჯერი