- სრული განაკვეთი
- 750 - 2500+ ბონუსი
- ინგლისური,რუსული


ამერიკული კომპანია "Universal Transit" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის პოზიციაზე.
"Universal Transit" წარმოადგენს ამერიკული ლოჯისტიკის ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომლის საქმიანობის ძირითადი სფეროა ტვირთების (ავტომობილების) გადაზიდვა (dispatching) ამერიკის ტერიტორიაზე - განხორციელებული გადაზიდვის 100% მონიტორინგით. ჩვენი კომპანიის გუნდი და გამორჩეულად კი ჩვენი დისპაჩინგ დეპარტამენტის თანამშრომლების პროფესიონალიზმი, ჩვენი კომპანიის სავიზიტო ბარათია, რითაც მარტივად გამოვირჩევით სხვა ანალოგიური საქმიანობით დაკავებული კომპანიებისაგან.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე 16:00-01:00
ხელფასი: 750 ლარიდან 2500 ლარამდე + ბონუსი
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
- ამერიკის ტერიტორიაზე არსებული ტვირთების მოძიება სპეციალური Load board-ებიდან;
- ტვირთთან დაკავშირებით შუამავალ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- შეკვეთების აღება (შესაბამისი Load board-ებიდან, ტელეფონით, e-mail-ით);
- საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- ტვირთის კონტროლი და გადაზიდვის პროცესის ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook).
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება.
დამატებითი მოთხოვნები:
მოცემულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში აუცილებელია გამართული კომპიუტერული მოწყობილობის ქონა და ინტერნეტი
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ, თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: jobs@universaltransit.us და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დისპეტჩერი".