მთავარი ენერგეტიკოსი
- სრული განაკვეთი
21 ივნ - 14 ივლ
ვიპ


შპს “ბათუმის საზღვაო ნავსაგური“ აცხადებს კანდიდატის შერჩევას შემდეგ პოზიციაზე: მთავარი ენერგეტიკოსი
მოთხოვნები პროფესიისადმი:
- განახორციელოს განყოფილების საქმიანობის დაგეგმარება და ბიუჯეტირება.
- უზრუნველყოს განყოფილების წინაშე დასმული ამოცანების ხარისხიანი და დროული შესრულება, უხელმძღვანელოს განყოფილების პერსონალს ამ ამოცანებისშესრულებისას და აკონტროლოს შესრულების მსვლელობა.
- მიიღოს გადაწყვეტილებები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით,
- აგრეთვე ხელმძღვანელობასგანსახილველად მიაწოდოს პრობლემების დასაკითხების გადაწყვეტის სხვადასხვა ვარიანტები.
- მისცეს დავალებები სანარდო ორგანიზაციას და გააკონტროლოს მათი შესრულება.
- შეადგინოს ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური ანგარიშები
- ელექროენერგიის გახარჯვის შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგინოს ნავსადგურის ხელმძღვანელობას.
- ორგანიზება გაუწიოს ენერგეტიკული მოწყობილობის და ენერგოსისტემების სწორ ტექნიკურ ექსპლუატაციას და დროულ შეკეთებას.
- უზრუნველყოს ნავსადგურის დიზელ- გენერატორისა და აირის მეურნეობის სწორი და უწყვეტი ექსპლუატაცია,გამართული მუშაობა და პერიოდული შემოწმება.
- უწყვეტი და ავარიის გარეშე მუშაობის უზრუნველსაყოფად, განახორციელოს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის,
- საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის; ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაციის,ენერგო მოწყობილობების და ქსელების გამოყენების და დაცულობის, მიწისვეშა ნაგებობების და კომუნიკაციების დაცვასთან,კონტროლის, დაცვის და ავტომატიკის სისტემებთან დაკავშირებული სამუშაოების, დროული რემონტის მუდმივი კონტროლი.
- ელ. კარადების, ელ. სვეტების, ნავსადგურის ტერიტორიაზე საამქროებში, საწყობებში და სათავსოებებში ყველა ელ. კვანძის დროულად გაწმენდასთან და სადენების დაცვის იზოლაციის შემოწმებასთან დაკავშირებით სამუშაოების წარმოების კონტროლი.
- ორგანიზება გაუწიოს დამიწების კონტურების პერიოდული აზომვების და დიელექტრიკული საშუალებების
- გამოცდების უზრუნველყოფას, უზრუნველყოს მიწისქვეშა ნაგებობების და კომუნიკაციების დაცვითი სამუშაოების ჩატარება,
- დროულად წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის ორგანოებს ნავსდგურის ელექტრომეურნეობა.
- მიიღოს მონაწილეობა ნავსადგურის ელექტრომეურნეობის ექსპლუატაციისთვის საჭირო ენერგეტიკული მოწყობილობის,
- მასალების და სათადარიგო ნაწილების შეძენაზე განაცხადების შედგენაში.
- განახორციელოს ნავსადგურის ენერგეტიკული ობიქტების ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა.
- გააკონტროლოს ნავსადგურის ენერგეტიკული მეურნეობის მომსახურებისთვის მენარდე ორგანიზაციების მიერჩატარებული სამუშაო, შეამოწმოს მენარდეების და მომწოდებლების მიერ მოწოდებული მომსახურების, მოწყობილობის და მასალების ხარისხი
- გააკონტროლოს ენერგეტიკული მოწყობილობის შეკეთების და დათვალიერების შესრულება.
- სტრუქტურულ ქვეგანყოფილებაში უზრუნველყოს შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების შექმნა და საწარმოო ტრავმატიზმის მიზეზების ლიკვიდაცია.
- განყოფილების მუშაკებს, დადგენილი პერიოდულობით ჩაუტაროს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქტაჟი.
- უზრუნველყოს განყოფილების დასაქმებულების მიერ თავის ფუნქციონალურ მოვალეობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დირექტორის ბრძანების გაცნობა და მისი შესრულება.
- შეასრულოს ხელმძღვანელის სხვა დავალებები,თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
- პირადად დაიცვას შრომის დისციპლინა, შრომის შინაგანაწესი, უსაფრთხოების ტექნიკის, შრომის და გარემოს დაცვის წესები, სახანძრო უსაფრთხოების წესები და მოითხოვოს პერსონალისგან მათი უპირობო შესრულება.
- აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის განკარგულებით, მზად იყოს სამუშაოს შესრულებისთვის არასამუშაო საათებში, საგანგებო სიტუაციების დროს და საწარმოო აუცილებლობის შემთხვევაში.
- მონაწილეობა მიიღოს ნავსადგურის კომისიების მუშაობაში, დადგენილი პროცედურების თანახმად.
დამატებითი პირობები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- გამოსაცდელი ვადა: 2 თვე.
- სამუშაო ადგილი: ბათუმი, ბაქოს 15
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 სთ)
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ რეზიუმე ქართულ და რუსულ ენაზე (ფოტო სურათთან ერთად), ნავსადგურის საიტზე განთავსებული ფორმის შესაბამისად http://batumiport.com/ge/generaluri_direqtoris_mimartva/cv_porma/, ელ. მისამართზე: Kajaiam@batumiport.com. რეზიუმეს თანდართული უნდა ქონდეს პროფესისადმი მოთხოვნების დამადასტურებელი საბუთები დიპლომი, სერთიფიკატი …)
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ენერგეტიკა
ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)