- სრული განაკვეთი
- 450 - 2500+ ბონუსი


ტელემარკეტინგული კომპანია „ჩემი წიგნი“ აცხადებს ვაკანსიას წიგნების გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე. ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას და გაძლევთ შანსს დაიწყოთ თქვენი კარიერა ჩვენთან. გვჭირდება კანდიდატი, რომლის მოტივაციაა კარიერული ზრდა-განვითარება, ფინანსური კეთილდღეობა და სტაბილური სამსახური.
ჩემი წიგნის ფოკუსში ხვდებიან წიგნები და მათი ლიტერატურული გმირები, რომლებსაც ჩვენი გაყიდვების სპეციალისტები და ჩვენი ერთგული მომხმარებლები აცოცხლებენ.
სამუშაოს აღწერა:
- კლიენტებთან/მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება და გაყიდვების მოლაპარაკების წარმოება;
- მომხმარებლების ბაზის მართვა;
- არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება;
- ახალი კლიენტების მოძიება, მათთან კონტაქტის დამყარება და კომპანიის პროდუქტის შეთავაზება, დაინტერესება, მოზიდვა;
- მომხმარებლებისთვის პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება: კომპანიის ექსკლუზიური წიგნების, სხვადასხვა ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ;
- განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:
- აქტიურობა და კომუნიკაბელურობა;
- პრეზენტაციის, გამართული მეტყველების უნარი;
- გაბედულობა;
- შრომისმოყვარეობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინირებული.
ინფორმაცია სამუშაო პირობების შესახებ:
- სამუშაო განაკვეთი: არასრული, კვირაში 6 დღე, ორშაბათი-შაბათი. თვეში ორი სასურველი შაბათი დასვენება.
- სამუშაო საათები: პირველი ცვლა 10:00სთ-16:00სთ, მეორე ცვლა 16:00სთ-22:00სთ.
- შესვენების პერიოდი: პირველი ცვლა 12:30:13:00, მეორე ცვლა - 18:30-19:00.
- კანდიდატები გაივლიან 10 დღიან ანაზღაურებად სწავლების პერიოდს (სტაჟირება).
- ანაზღაურება: ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემა.
ფიქსირებულ ანაზღაურება თვის გაყიდვების გეგმის შესაბამისად, 450 ლარიდან 2500 ლარამდე. თვის გეგმის 100% შესრულების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასის ოდენობას ემატება ბონუსი.
- სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მიცკევიჩის 27გ.
ბენეფიტები:
- კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობა;
- მუდმივი ტრენინგები გაყიდვების სფეროში;
- ანაზღაურებადი სტაჟირება;
- წარჩინებულ თანამშრომელთათვის მუდმივი წამახალისებელი სისტემა: FitPass აბონიმენტი, უფასო სამგზავრო ბარათი, ულიმიტო სასაუბრო+ინტერნეტი და სხვა);
- Team Buildings - სამოტივაციო აქტივობები;
- მეგობრული სამუშაო გარემო.
კანდიდატის შერჩევის ეტაპებია: გასაუბრება, ერთკვირიანი პროფესიული ტრენინგი და ანაზღაურებადი სტაჟირება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
კომპანია „ჩემი წიგნი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!