მხატვრი (ზეთი, აკრილი)
თბილისი
  • სრული განაკვეთი
24 ივნ - 14 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია Paint Your Life Ge აცხადებს ვაკანსიას, გრძელვადიან პროექტში მხატვრის პოზიციაზე. 

კომპანიის შესახებ: 

Paint Your Life (PYL) არის სწრაფად მზარდი გლობალური ელექტრონული კომერციის სამომხმარებლო სტარტაპი და ინდუსტრიის ლიდერი, რომელიც მუშაობს ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკაში. კომპანია ფუნქციონირებს 2006 წლიდან. 

ჩვენი ტექნოლოგიური ელექტრონული კომერციის პლატფორმა საშუალებას აძლევს ჩვენს მომხმარებლებს ისარგებლონ უნიკალური ხელით დახატული პორტრეტის შეკვეთით, რომელიც შექმნილია სპეციალურად მათთვის, მათ მიერ ატვირთული ფოტოებიდან. ყველა ტექნიკური დეტალი, კომუნიკაცია, დამტკიცება და კორექტირება სრულყოფილად არის მორგებული, რათა მომხმარებელს მოეწონოს საბოლოო შედეგი. 

Trustpilot-ზე 11000-ზე მეტი ხუთვარსკვლავიანი შეფასებით, Paint Your Life გახდა აბსოლუტური წამყვანი ხელით მოხატული პორტრეტების სერვისი მსოფლიოში. ჩვენი სერვისები ეხმარება მომხმარებლებს შეინარჩუნონ და დააფასონ თავიანთი ყველაზე ემოციური მოგონებები.   

აპლიკანტები უნდა მუშაობდნენ  შემდეგ მასალებში: 

  • ზეთი; 
  • აკრილი. 

მიმდინარეობა - ფოტორეალიზმი; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • ელექტრონული ფოსტის საბაზისო ცოდნა და გამოყენება. 

 
სამუშაო გრაფიკი - თავისუფალი; 

ხელფასი -   გამომუშავებით;(საშუალოდ 300$ ექვივალენტი ლარში და მეტი, კვალიფიკაციის და პროდუქტიულობის მიხედვით).  

 

ფუნქცია - მოვალეობები: 

  • რეალისტური ნამუშევრების შესრულება ტილოზე; 
  • დათქმულ ვადებში ფოტოსურათიდან ხარისხიანი და რეალისტური ნახატის შექმნა.                                                                                       

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: 

  • ორგანიზებულობა; 
  • პასუხისმგებლობის შეგრძნება; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • მოქნილობა. 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • სასიამოვნო და შემოქმედებით სამუშაო გარემოს; 
  • შესაძლებლობას, რომ გახდეთ სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის ნაწილი; 
  • პროფესიულ გამოცდილებას სხვადასხვა მასალასთან და სტილთან; 
  • სხვადასხვა ბენეფიტებს. 

ნიმუშები:  

ზეთი- 

https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/2a28_1563524762071919.jpg 

https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/2e71_1565379301080919.jpg 

https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/sml-s122_1573237317110819.jpg 

აკრილი- 

https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/2a28_1565012103080519.jpg 

https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/2a42_1539025774100818.jpg 

https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/2e71_1551109844022519.jpg 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და თქვენი ნამუშევრების პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: vacancy.pylge@paintyourlife.com.  

მნიშვნელოვანი: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
 
გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
გისურვებთ წარმატებას! 

ხელოვნება/მედია
მხატვარი