- სრული განაკვეთი
- 1 - 2 წლამდე
- ინგლისური


„რუსტარ ონლაინი“ საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიაა, რომელიც დუბაიში დაფუძნებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის, „რუსტარ ტურიზმის“ პარტნიორს წარმოადგენს. კომპანიების ჯგუფი „რუსტარი“ უკვე 15 წელია ტურისტულ სფეროშია, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან და უკავია მოწინავე პოზიციები როგორც შემომყვან კომპანიას 6 ქვეყანაში: არაბთა გაერთიანებული საამიროები, საქართველო, აზერბაიჯანი, მალდივები, სეიშელის კუნძულები და თურქეთი. საქართველოში კომპანია 5 წელია არსებობს და წარმოადგენს სწრაფად მზარდ კომპანიას.
ჩვენი გუნდი გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს, სწრაფი ადაპტაციისთვის კეთილგანწყობილ გარემოს და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
ტურისტული კომპანია „რუსტარ ონლაინი“ აცხადებს ვაკანსიას „კონტრაქტების მენეჯერის“ პოზიციაზე.
მოვალეობები:
- ხელშეკრულებების გაფორმება პარტნიორ სასტუმროებთან ექვსი ქვეყნის მიმართულებით: საქართველო, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, მალდივები, სეიშელის კუნძულები და თურქეთი.
- პარტნიორი სასტუმროების ფასების კონტროლი და მუდმივი განახლება კომპანიის ონლაინ-ჯავშნის ელექტრონულ სისტემაში;
- სასტუმროებთან კონტაქტი საჭირო ინფორმაციის მოპოვების მიზნით;
- ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა ;
- მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება ნებისმიერი მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- პრეზენტაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- ლოგიკური აზროვნება;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე ; დასვენება 2 დღე ( მცოცავი გრაფიკი)
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@rustaronline.ge ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.rustartourism.com
გისურვებთ წარმატებას!