ვინოთეკის მენეჯერის თანაშემწე
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 2 - 3 წლამდე
- ინგლისური,რუსული
24 ივნ - 06 ივლ
სტანდარტი


ვინოთეკა Grape Wine and Kitchen აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის თანაშემწეს პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ცვლები.
ანაზღაურება: კონკურენტული - ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი; (ანაზღაურების შესახებ დეტალური ინფორმაცია ცნობილი გახდება გასაუბრებაზე)
სხვა ბენეფიტები: მსხვილ, სწრაფად განვითარებად ჰოლდინგში მუშაობის შესაძლებლობა;
ადგილმდებარეობა: თბილისი, სულხან ცინცაძის № 58
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება: ბაკალავრი
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 2-3 წელი;
- ღვინის მაღაზიის/ბარის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;
- სასურველია ღვინის და მასთან დაკავშირებული საკითხების პროფესიული ცოდნა;
- გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
- ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტის უნარი.
- დოკუმენტებთან/ პროგრამაში მუშაობის უნარი;
ძირითადი ფუნქციები:
- მომხმარებლის მოზიდვის მიზნით სხვადასხვა ღინისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა : მასტერკლასები, პრეზენტაციები;
- ღვინის დეგუსტაციებში მონაწილეობა;
- ვინოთეკაში წარმოდგენილ ღვინის კომპანიებთან თანამშრომლობა, ახალი პროდუქციის მოძიება, დეგუსტაცია და შერჩევა;
- საწყობის კონტროლი და მარაგების დროულად შევსება;
- ხელმძღვანელობისთვის რეპორტების მომზადებაში მონაწილეობა;
- ფინანსური დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან აქტიური თანამშრომლობა;
- ვინოთეკის მენეჯერის დავალებების შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში
პიროვნული თვისებები:
- ენერგიული, აქტიური
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- შრომისმოყვარე
- კომუნიკაბელური
- პუნქტუალური
განცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა 5 ივლისი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.com
აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
ფილიალების ქსელი
სასტუმრო/რესტორანი/კვება
სომელიე