დამხმარე ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1875 - 1875
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
13 ივნ - 10 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

RSM-ი წარმოადგენს რიგით მეექვსე გლობალურ დამოუკიდებელ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების ქსელურ კომპანიას მსოფლიოს 120 ქვეყანაში, 780 ოფისით და 41 000-ზე მეტი პროფესიონალით. „RSM საქართველო” არის RSM-ის ქსელის დამოუკიდებელი წევრი.

„RSM საქართველო”აცხადებს ვაკანსიას (დამხმარე) ბუღალტრის პოზიციაზე უცხოურ სამშენებლო კომპანიაში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • დღიური საბუთების წარმოება;
  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები), წარმოება და დაარქივება;
  • ინტერნეტ-ბანკთან ყოველდღიური მუშაობა და საბანკო გადახდების განხორციელება;
  • ბუღალტრული გატარებების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
  • ბუღალტრულ პროგრამა „SAP”- ში მუშაობის გამოცდილება ჩაითველება უპირატესობად.
  • ინგლისური ენის ცოდნა

 

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

დარიცხული სახელფასო განაკვეთი: 1875 ლარი

 

თანამშრომლობის სარგებელი:

  • თქვენ ზურგს გაგიმაგრებთ მსხვილი პროფესიული ორგანიზაცია, რომელსაც აქვს რესურსი, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად დაეხმაროს ნებისმიერი ტიპის ფინანსური გამოწვევების გადალახვაში და სხვადასხვა სტრუქტურებთან ურთიერთობაში.
  • RSM Georgia ახორციელებს თანამშრომლების მუდმივ ტრენინგსა და სხვა ბუღალტრებთან გამოცდილების გაცვლას, რაც ხელს უწყობს თანამშრომელს პროფესიული წინსვლისა და განვითარებაში.
  • პროექტი რომელზეც დასაქმდებით არის საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი და მიღებული გამოცდილება მეტად მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის.

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს მიმდინარე წლის 25 ივნისისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ttsitelauri@rsm.ge და “Subject” ველში მიუთითოთ: “Accountant”.

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი),
ბუღალტრის თანაშემწე