შესყიდვების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 1200
  • 1 - 2 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური,რუსული
20 ივნ - 10 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „აგროტექნო“ წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ლიდერ მიმწოდებელ კომპანიას საქართველოს მასშტაბით. კომპანიის პარტნიორები არიან ჩინეთის, ინდოეთის, თურქეთის და ევროპის უმსხვილესი მწარმოებლები.

„აგროტექნო“ გთავაზობთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებსა და მისაბმელ აღჭურვილობას. ხარისხიანი ტრაქტორების, მოსავლის ამღებებისა და მისაბმელი აღჭურვილობის ფართო არჩევანს საუკეთესო ფასად.

გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს!

გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

 

ვაკანსია: შესყიდვების სპეციალისტი

 

ადგილმდებარეობა: თბილისი (კახეთის გზატკეცილი)

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი),

ხელფასი: 800-1200 (NET)

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე შესყიდვების სრული ციკლის შეუფერხებლად დაგეგმვა და ორგანიზება;
  • ბაზრის შესწავლა, კონკრეტული მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასის და მოლაპარაკებების წარმოება;
  • მომწოდებლებთან ვერბალური და წერილობითი ყოველდღიური კომუნიკაცია;
  • მარაგების მონიტორინგი და შესყისვების გეგმის შედგენა
  • ლოჯისტიკა, სატრანსპორტო კომპანიებთან ერთად, ოპტიმალური გადაზიდვების დაგეგმვა, მართვა, მონიტორინგი.
  • შესყიდვების ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება მენეჯმენტისათვის;
  • შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის/საბუთების წარმოება და პროგრამული ასახვა;
  • საგარანტიო შემთხვევების მწარმოებლის მიერ ანაზღაურების და სტატუსის მონიტორინგი;
  • იმპორტისა და განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ორგანიზება;
  • განბაჟებისა და ტექნიკის მომსახურების სააგენტოში გაფორმება;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის დოკუმენტაციის წარმოება;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
  • სასურველია ავტო და სასოფლო სამეურნეო ტექნიკისა და ნაწილების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (მინიმუმ B2);
  • სასურველია საკუთარი ავტომობილი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).

 

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დროის ეფექტურად მართვა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პუნქტუალურობა.

 

ჩვენ გავაზობთ:

  • სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საჭირო საწვავით უზრუნველყოფა;
  • კარიერული წინსვლა;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა.

 

კონკურსის ეტაპები:

  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
  • გასაუბრება გენერალურ დირექტორთან.

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@at.com.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „შესყიდვების სპეციალისტი“.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი