გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 650 - 650
  • ინგლისური
10 ივნ - 10 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია “Geosm” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.


კომპანია Geosm დაარსდა 2010 წელს, მის საქმიანობას წარმოადგენს საკანცელარიო/საოფისე ნივთებით ვაჭრობა. კომპანიას გააჩნია საკანცელარიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზია/შოურუმი, სადაც წარმოდგენილია 3000-მდე დასახელების პროდუქცია. მაღაზია ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს.


სამუშაო ადგილი: თბილისი, მიხეილ ასათიანის 14
პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-კვირა 10:00-20:00სთ , დასვენება - კვირაში 2 დღე

ანაზღაურება: 2 თვის განმავლობაში 650 ლარი; შემდგომ ხელფასზე დამატებით ყოველთვიური ბონუსი;

 


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე
  •  მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა
  •  გაყიდული პროდუქციის სანაცვლოდ თაროების დროულად შევსება
  •  მომხმარებლების მიერ ხშირად მოთხოვნადი პროდუქციის აღრიცხვა
  •  კლიენტების პერიოდული გამოკითხვა მათი მოთხოვნებისა და კომპანიისადმი დამოკიდებულებების შესასწავლად
  •  მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება
  •  ხარვეზების შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება

 


ძირითადი მოთხოვნები:

  •  ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; 
  •  პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  •  ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  •  ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

 


პიროვნული თვისებები: 

  •  ენერგიული;
  •  ორგანიზებული;
  •  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
  •  შრომისმოყვარე;
  •  თავაზიანი;
  •  გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
  •  დეტალებზე ორიენტირებული;

 


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: office@geosm.ge და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი