ონლაინ მაღაზიის განვითარების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • საშუალო განათლება
  • ინგლისური,რუსული
20 ივნ - 10 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

 

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მაღაზიის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.




ძირითადი მოვალეობები:

  • ინტერნეტ მაღაზიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
  • კონკურენტი კომპანიების ანალიზი, ახალი წინადადებების წარდგენა მარკეტინგული სტრატეგიის შესაცვლელად;
  • ტექნიკურ ჯგუფთან ურთიერთობა, ახალი ფუნქციების მუდმივად შესწავლა, მოთხოვნა-დანერგვის ციკლის სრული კონტროლი;
  • SEO ოპტიმიზაციის  და საძიებო სისტემებთან ინტეგრაციის მონიტორინგი;
  • მომხმარებლის ქცევის ანალიზი Google Analytics-ის გამოყენებით;
  • პარტნიორ მიწოდების სერვისებთან თანამშრომლობის და პირობების ხარისხის გაუმჯობესება;
  • პარტნიორი ინტერნეტ მაღაზიებთან B2B ურთიერთობის სრული ციკლის მართვა.  
  • შედეგების ანალიზი და ანგარიშის მომზადება Excel, PowerPoint ფორმატებში როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარე მომწოდებლებისთვის.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური განხრით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ელ. კომერციის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;
  • სასაწყობე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება . (1C ჩაითვლება უპირატესობად)
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა აუცლებელია;



პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • რამოდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებული;






პირობები:

  • გრაფიკი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
  • სამუშაო ლოკაცია: სავაჭრო ცენტრ ისთ-ფოინთის ტერიტორია;
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
  • FitPass;

 

 

თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ
გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge  
ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
ფილიალების ქსელი