- სრული განაკვეთი
- ინგლისური,რუსული


საქართველოს ბაზარზე ახლად შემოსული კლინიკა City Luxe სამედიცინო და ესთეტიურ მედიცინაში მომხმარებელთათვის
მაღალი ხარისხსის მომსახურების გაწევის მიზნით აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე
კლინიკაში მოგემსახურებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები შემდეგი მიმართულებით: გინეკოლოგ+კოლპოსკოპისტები,ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგები,რადიოლოგები.
კლინიკა აღჭურვილია ლაბოროტორული კვლევებით .
ასევე, კლინიკაში ტარდება გამაჯანსაღებელი,თერაპიული და ინექციური პროცედურები
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო დრო: 10:00 სთ – 19:00 სთ -მდე კვირაში 5 დღე .
ანაზღაურება : მოჭრილი ხელფასი პლიუს ბონუსური სისტემა .
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ქოლ- ცენტრის ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტებთან სატელეფონო ზარის განხორციელება და პროდუქციის გაცნობა .
- მომხმარებელთა ბაზის გაზრდა .
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
- გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
- სტრესულ გარემოში სწრაფად რეაგირების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი;
ჩვენ გთავაზობთ:
- ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო სისტემას;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას .
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელფოსტის მისამართზე: citylux.hr@gmail.com
და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.