HONDA acty სატვირთო ავტომობილის მძღოლი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 500 - 900+ ბონუსი
  • 1 - 2 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
19 ივნ - 09 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მისამართი: ხოშარაულის #27

"Bau-Tech Georgia" არის კნაუფის პრემიუმ პარტნიორი საქართველოში, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია სამშენებლო მაღაზიათა ქსელით. კომპანიას ამჟამად აქვს 6 (ექვსი) ფილიალი თბილისის მასშტაბით და განაგრძობს განვითარებას... ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა არის კნაუფის სამშენებლო მასალების რეალიზება საცალო და საბითუმო გაყიდვების მიმართულებით, თბილისსა და სხვადასხვა რეგონებში.

შპს ბაუ ტექი აცხადებს ვაკანსიას მსუბუქი სატვირთო HONDA acty მინი სატვირთო ავტომობილის მძღოლის პოზიციაზე. 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვა კომპანიაში განსაზღვრული წესების დაცვით;
  • პროდუქციის მიწოდება სამშენებლო ობიექტებისთვის, როგორც საცალო ასევე მსხვილი მომხმარებლებისათვის. ზედნადებში გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით;
  • ობიექტთან ანგარიშსწორება კომპანიაში განსაზღვრული პროცედურების დაცვით;
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დისტრიბუციის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
  • აუცილებელია B კატეგორიის ავტომანქანის მართვის მოწმობა
  • ავტომობილის მართვის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება.

 

უნარ-ჩვევები:

  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის  და დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ენერგიულობა;
  • შრომისმოყვარეობა.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი : კვირაში 6 დღე 09:00 - 18:00 
  • ფიქსირებული ანაზღაურება 500 ლარი დამატებით გამომუშავებული რეისების მიხედვით, (სტაბილურად) ჯამში ხელზე ასაღები ხელფასი 800-1000 ლარი

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: bautechvacancy@gmail.com (შენიშვნა) აუციელბლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია.

 

ავტო-მოტო სერვისი
სატვირთო ავტომობილის მძღოლი
გაყიდვები
დისტრიბუცია