უმცროსი ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
09 ივნ - 09 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTELS" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

"IOTA" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ბუღალტრული საქმიანობის წარმოების პროცესში ჩართულობა
  • აქტიური ინვოისების დამუშავება და ანგარიშსწორების უზრუნველყოფა
  • სასტუმროს ანგარიშფაქტურების  მომზადება და ჩარიცხვების მუდმივი კონტროლი
  • ფულადი ოპერაციების წარმოება და ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშებში დროული ასახვა
  • საჭიროებისამებრ ხელფასების, მივლინებების და მასთან დაკავშირებული ფულადი ოპერაციების  შესრულება
  • გადახდების წარმოება, საგადასახადო დავალებების შეტანა საბანკო სისტემაში
  • საჭიროებისამებრ სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი
  • სადეკლარაციო ოპერაციების განხორციელებაში ჩართულობა
  • სხვა ბუღალტრული საქმიანობები კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსური განხრით
  • ბუღალტერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასტუმრო/რესტორნების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
  • მნიშვნელოვანია საბუღალტრო პროგრამა „Fina” -ში მუშაობის გამოცდილება
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა
  • სასურველია საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების -  (IFRS) ცოდნა
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნება
  • მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებით უზრუნველყოფას
  • კონკურენტუნარიან  ანაზღაურებას.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("უმცროსი ბუღალტერი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

 

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)