მძღოლ-დისტრიბუტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1150+ ბონუსი
  • არასრული საშუალო განათლება
  • ერთ წელზე ნაკლები
  • მართვის მოწმობაB
08 ივნ - 08 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

იმპორტიორი სადისტრიბუციო კომპანია შპს "ტეტრაპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის  პოზიციაზე.

შპს "ტეტრაპროდუქტი" არის ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართელოში 2011 წლიდან.

კომპანია ახორციელებს ათეულობით სახეობის პროდუქტის იმპორტს და მოიცავს როგორც თბილისს ასევე რეგიონებს. ჩვენი კომპანია გთავაზობთ კონკურენტულ სამუშაო გარემოსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს. თუკი გსურთ იყოთ აქტიური და საინტერესო გუნდის ნაწილი, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას. 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სპ. კედიას ქ. #15 
 

 

პიროვნული თვისებები:

  • გუნდური მუშაობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოლაპარაკებების წარმოება;
  • დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • სხარტი აზროვნება;
  • კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.


აუცილებელი მოთხოვნები:

  • პრეზენტაბელურობა, სისუფთავე, ჰიგიენა.
  • თბილისის ქუჩებისა და რეგიონების ცოდნა, მათ შორის სხვა ქალაქების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
  • სხარტი აზროვნების და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სწორად გადაცემის უნარი
  • სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
  • ქართულ/რუსულ ენებზე გამართული, დახვეწილი მეტყველების უნარი
  • მართვის მოწმობა B კატეგორია და ზევით


პირობები:

  • სამუშაოზე აყვანიდან 7 სამუშაო დღე საცდელი პერიოდი (ხელფასის გარეშე, სამსახურში აყვანის შემთხვევაში საცდელი პერიოდი ჩაითვლება ნამუშევრად). 
  • მძღოლ-დისტრიბუტორის მოვალეობები: ბორტის დატვირთვა (სისუფთავე), საქონლის მიწოდება  და ანგარიშის ჩაბარება სამუშაოს დამთავრებისას და თანხის ჩარიცხვა  ბანკში.
  • მძღოლ-დისტრიბუტორისა ხელფასი: 1000 ლარი (თვეში),ექვსი თვის მუშაობის შემდეგ ემატება 50 ლარი, რვა თვის მერე 50 ლარი და ათი თვის შემდეგ ხდება 1150 ლარი ხელფასი. ასევე მოქმედებს ბონუსის სისტემა.

 

დასვენების დღე კვირა.

 


თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი ფოტოსურათიანი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : ramaz.j@mail.ru სათაურის  ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასხელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

გაყიდვები
დისტრიბუცია