პროცედურების დანერგვისა და საწარმოო პროცესის მონიტორინგის მენეჯერი
- სრული განაკვეთი
27 ივნ - 07 ივლ
სტანდარტი
MMT ჰოსპიტალი - პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ცენტრი www.mmt.ge აცხადებს ვაკანსიას პროცედურების დანერგვისა და საწარმოო პროცესის მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე;
დაქვემდებარება დირექტორი
დაქვემდებარებული რგოლი: კლინიკის თანამშრომლები სრული შემადგენლობით
ფუნქცია:
- პაციენტთა მომსახურეობის ხარისხის მაქსიმიზაცია და მომსახურეობის ხარისხის მდგრადობის უზრუნველყოფა
- არსებული პროცედურების დანერგვა კლინიკაში
- არსებული პროცედურების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება
- აღუწერელ საწარმოო პროცესებზე პროცედურებისა და პროცესების აღწერის უზრუნველყოფა
- პროცესების მიმდინარეობის მონიტორინგი და მათი შესრულების შესაბამისობის შედარება აღწერილ პროცესებთან
- თანამშრომელთა მიერ პროცესების შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიების ინიცირება კომპანიის მენეჯმენტთან
ფუნქციის უზრუნველსაყოფად ძირითადი ქმედებები:
- კლინიკაში არსებული, დამტკიცებული პროცესების ანალიზი და შედარება ფაქტიურ მდგომარეობასთან (მუდმივად)
- გამოვლენილი არათავსებადობის მიზეზის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში პროცესის კორექტირება ან თანამშრომელთა ტრეინინგის დაგეგმვა, შესაძლებელია ორივე ერთად
- პაციენტთა კვმაყოფილების შესწავლის საფუძველზე პროცესების ეფექტურობის შეფასება და შესაბამისი რეაგირება
- პროცედურის ან პროცესების ცვლილებების ინიცირება ISO სტანდარტით დამტკიცებული ფორმით
- საქმისწარომოების, პაციენტებთან ურთიერთობის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, ISO -ს სტანდარტით დამტკიცებული წესებით წარმოების უზრუნველყოფა მუდმივი მონიტორინგის გზით
- თანამშრომელთა საქმიანობის შეფასება KPI მატრიცის მიხედვით
- KPI მატრიცის მუდმივ დახვეწაზე მუშაობა
- შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
ანაზღაურება შეთანხმებით;
დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: info@mmt.ge / mmtinfo9@gmail.com დაგვიკავშირდით +995577382441
სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)