- სრული განაკვეთი


“დრესაპ ჯგუფი“ უკვე 27 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდებს: Tommy Jeans, Lacoste, Gant, Guess, Levi`s, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Greyder და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 42 მაღაზიით თბილისში, 5 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას Full Stack დეველოპერის პოზიციაზე, რომელიც ჩართული იქნება ვებ-გვერდებისა და მობაილ პლატფორმებისთვის როგორც Front-End-ისა და Back-End-ის პროგრამირებაში, ასევე - სერვისების აწყობაში, სერვერებისა და მონაცემთა ბაზების არქიტეტურის შემუშავებასა და შექმნაში.
ფუნქციები და მოვალეობები:
- Software დეველოპმენტის სრული პროცესის მართვა კონცეფციიდან შექმნამდე როგორც client side, ასევე - Server side (Front-End Development, Back-End Development – Database, Server Architecture Design and Creation, API - REST, Version Control Systems);
- API-ის დოკუმენტაციის გარჩევა და დიზაინი;
- ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, ასევე, კომპანიაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება;
- შესრულებული სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- გამოცდილება ვებ აპლიკაციების დეველოპმენტში;
- Front-End-ის პროგრამირების ენების ცოდნა (HTML5, CSS3, Javascript); ასევე, სასურველია Angular ან React JS-ის ფრეიმვორქების ცოდნა;
- Back-End-ის პროგრამული ენების ცოდნა (PHP – Object Oriented Programming – OOPHP;
- CMS (Content Management System) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია Prestashop +symphony);
- სასურველია Web Server-თან მუშაობის გამოცდილება (NGIX ან Apache);
- ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (Rest, Soap);
- DBMS (Data Base Management System)-თან მუშაობის გამოცდილება (MySQL), მონაცემთა ბაზის არქიტექტურის დიზაინი და აგება;
- Caching მექანიზმების ცოდნა;
- სასურველია კოდის ვერსიის კონტროლთან მუშაოების გამოცდილება GIT Source Control;
- ვებ აპლიკაციებისა და ინფრასტრუქტურის პერფორმანსის მონიტორინგი/ხარვეზების აღმოფხვრა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- Multi-tasking-ისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
დამატებითი ინფორმაცია
- სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი ან Freelance. სამუშაოს შესრულება შეგიძლიათ თქვენთვის მოსახერხებელი ადგილიდან და თქვენთვის მოსახერხებელ დროს.
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV და ციფრული პროდუქტების პორტფოლიო გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@dressup.ge 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - „Full Stack დეველოპერი“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!