მოლარე-კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 1100
07 ივნ - 07 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

 

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.

 

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას საფირმო მაღაზიათა ქსელის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი (შოთა რუსთაველის გამზირი #50/1; ვახტანგ გორგასლის ქუჩა#1)

სამუშაო განაკვეთი: 6 დღიანი სამუშაო კვირა

ხელზე ასაღები ანაზღაურება: 800-1100 ლარი

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • მაღაზიაში შემოსული მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწერვა;
  • მომხმარებლისთვის ღვინის პროდუქციისა და არსებული აქციების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • ღვინის პროდუქციის შესაბამის თაროზე განთავსება და ფასმაჩვენებლის კონტროლი;
  • გაყიდული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა და სალაროში თანხის მიღება;
  • უშუალო ხელმძღანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია რუსული და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
  • მომსახურების სტანდარტების (სერვის+) ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

 

პიროვნული უნარ-ჩვევევბი:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სწრაფი რეაგირების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული ზრდის და განვითარების საშუალებას
  • მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მზარდ ანაზღაურებას;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „მოლარე-კონსულტანტი“

 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი,
მოლარე