უფროსი ბუღალტერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
07 ივნ - 07 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ორბი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

განაკვეთი: სრული

ხელფასი: შეთანხმებით კადრის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ეკონომიკური, ან ფინანსური განათლება;
  • ბუღალტრის პოზიციაზე 2  წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება;
  • ბასს, ფასს და მსს ფასს სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით "Excel"-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამების ცოდნა; უპირატესობა მიენიჭება 1C-ში მუშაობის გამოცდილებას;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა

 

მოვალეობები:

  • ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება
  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია
  • შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა
  • გაყიდვების/და შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ა/ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვის აქტების და ა.შ. ანალიზი;
  • დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება მოთხოვნა ვალდებულებებზე;
  • საგადასახადო დეკლარაციების შევსება

 

უნარ-ჩვევები:

  • კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება
  • მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პუნქტუალურობა
  • პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა

 

გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ მისამართზე:  hr@orbi.ge

 

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 1 კვირის ვადაში.

ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი
მსგავსი განცხადებები