მარკეტინგის კოორდინატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
07 ივნ - 07 ივლ
ვიპ CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია

შპს ,,ჯითექსი“  აცხადებს ვაკანსიას  მარკეტინგის კოორდინატორის  პოზიციაზე. 

კომპანია ,,ჯითექსი“ დაარსდა 2007 წელს და უკვე 15 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti,  Matalan, OVS, Terranova, Enza home, EnglishHome. 

პოზიცია: მარკეტინგის კოორდინატორი 

სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 სთ  

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • კომპანიაში არსებული ბრენდებისთვის მარკეტინგული აქტივობების კალენდარის შედგენა/ შესრულების კონტროლი; 
  • ბრენდების უცხოელ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, მათგან ინსტრუქციების მიღება და დანერგვა. 
  • სხვადასხვა პროექტის ჭრილში აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; 
  • მარკეტინგული საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და განვითარება; 
  • მარკეტინგის მიმართულებით არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან (მედია, კრეატიული სააგენტოები, სარეკლამოები) მოლაპარაკებების წარმოება/ ურთიერთობა; 
  • მარკეტინგული კვლევების (მომხმარებლის, კონკურენტებისა და ბაზრის კვლევა) დაგეგმვა და შესრულების უზრუნველყოფა; 
  • E-commerce მიმართულების სრულყოფილი დანერგვისა და ონლაინ გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და კონტროლი; 
  • გაყიდვების მონაცემების ანალიზი და ბენჩმარკების კონტროლი ბრენდების მიხედვით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; 
  • სოციალური მედიასა და კომპანიის სხვა საკომუნიკაციო არხებზე ინფორმაციის განთავსების კოორდინირება; 
  • ყოველი თვის ბოლოს ბრენდებისა და მაღაზიების ჭრილში მარკეტინგული ხარჯების რეპორტის მომზადება; 
  • ახალი ბრენდების შესწავლა, ანალიზი მათი ქართულ ბაზარზე შემოყვანის განსახილველად. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

განათლება: 

  • სფერო: ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი, საზოგადოებასთან ურთიერთობა 
  • ხარისხი: ბაკალავრი 

გამოცდილება: 

  • მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი 
  • სფერო - მარკეტინგი 

ენები: 

  • ქართული - ძალიან კარგი 
  • ინგლისური - B2/C1 

 

პიროვნული თვისებები: 

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
  • პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • შედეგებზე ორიენტირებულობა; 
  • ოპერატიუოლობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა. 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს.  
  • კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში ხელშეწყობას. 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას. 
  • Fitpass მომსახურებას.  

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „  გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

 

წარმატებებს გისურვებთთ! 

კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ზოგადი მარკეტინგი