- სრული განაკვეთი
ვაკანსიის დასახელება: ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირების მხარდამჭერი (ასისტენტი)
ორგანიზაცია ,,სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი’’ - თემი ქედელი აცხადებს ვაკანსიას შშმ პირთა დამხმარეს პოზიციაზე.
თემი ქედელი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2000 წელიდან ახორციელებს ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ადამიანებისთვის თემზე დაფუძნებულ სადღეღამისო მომსახურებას ქ.სიღნაღში.
სამუშაოს აღწერა/ფუნქციები:
- შშმ პირების მხარდაჭერა (ინდივიდუალურად და ჯგუფში) მოვლა;
- მზრუნველობა საჭიროებების მიხედვით;
- ღირსეული, თანასწორი დამოკიდებულება;
- დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო ფუნქციური და პროფესიული უნარების განვითარებაში ხელშეწყობა;
- სოციალური ინკლუზიაში ხელშეწყობა;
- ფორმალური. პროფესიული და არაფორმალური განათლების მხარდაჭერა;
- სამედიცინო მხარდაჭერა;
- უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მოთხოვნები, პიროვნული თვისებები და უნარები:
- საშუალო ან უმაღლესი განათლება;
- სასურველია შშმ პირებთან მუშაობის გ ამოცდილება ან სოციალურ სფეროში მუშაობის სურვილი;
- კომუნიკაბელურობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- საქმისადმი ერთგულება;
- ემპათია;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა.
კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. ორგანიზაცია იზრუნებს შერჩეული კანდიდატების პროფესიულ გადამზადებაზე.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 599 230 938/555 485 217
ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: qedelicommunity@gmail.com
გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ ,, ვაკანსია’’.