ტექნიკოსი
თბილისი, ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური,რუსული
03 ივნ - 03 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საერთაშორისო კომპანია EGT Georgia უკვე 14 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, რომელიც იზიდავს ამ დარგის ყველაზე კომპეტენტურ სპეციალისტებს. მრავალი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში და ამით თამაშობს საკვანძო როლს საქართველოს სათამაშო ბიზნესში.

ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან გაზრდასა და განვითარებაზე.

კომპანია EGT Georgia აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი/ბათუმი

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მიერ წარმოებული აპარატურის და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების ინსტალაცია, დეინსტალაცია, გადაადგილება და მოდიფიკაცია, დაზიანებების/ხარვეზების გამოსწორება.

 

მოთხოვნები:

  •  უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
  •  ელექტრო მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ზოგადი ცოდნა;
  •  აუცილებელია მართვის მოწმობა - B კატეგორია - მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (მექანიკური გადაცემათა კოლოფი)
  •  აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად, ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
  •  სასურველია რუსული ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელმაც იცის რუსული ენაც).

 

პიროვნული თვისებები:

  •  ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  •  პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  ლოგიკური აზროვნების უნარი;
  •  ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  •  სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.
  •  კონკურენტული ანაზღაურება
  •  ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
  •  კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო.

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე:  career.georgia@egt-bg.com   სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ტექნიკოსი

წარმოება/ოპერაციები
პროცესები ინჟინერია
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება,
ხელოსანი (ზოგადი)