საწყობისა და სათადარიგო ნაწილების უმცროსი სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
03 ივნ - 03 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საერთაშორისო კომპანია EGT Georgia უკვე 14 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, რომელიც იზიდავს ამ დარგის ყველაზე კომპეტენტურ სპეციალისტებს. მრავალი წლის განმავლობაში  მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში და ამით თამაშობს საკვანძო როლს საქართველოს სათამაშო ბიზნესში.

ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან გაზრდასა და განვითარებაზე.

თუ გსურთ გახდეთ EGT Georgia -ს გუნდის წევრი, გაეცანით ვაკანტურ პოზიციას საწყობისა და სათადარიგო ნაწილების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს პირობები:

სამუშაოს ადგილი: თბილისი, საბურთალო

სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00


 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • საქონლის მიღება, მდგომარეობის აღწერა და დასაწყობება, სპეციფიკის, ვადების და შენახვის პირობების გათვალისწინებით;
  • საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში და ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
  • საწყობში არსებული პროდუქციის რეგულარული კონტროლი;
  • შეკვეთების გამზადება, მოთხოვნილი პროდუქციის მიხედვით, მისი შეფუთვა და გაგზავნა გაწერილი წესების და ინსტრუქციების გათვალისწინებით;
  • მიღებული, გაცემული და დაბრუნებული  პროდუქციის აღრიცხვა.


მოთხოვნები: 

  • Microsoft Office (Word, Excel, Outlook) ცოდნა;
  • სასაწყობო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების (В კატეგორიის, მექანიკის) მართვის, მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული  ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა.


 

პიროვნული უნარები:

  • კომუნიკაბელურობა და მუშაობის უნარი როგორც გუნდში, ასევე დამოუკიდებლად;
  • პრობლემების გაანალიზებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • სამუშაო დროის რაციონალურად გადანაწილების უნარი;
  • ყურადღება დეტალებისადმი და პასუხისმგებლობა;
  • პატიოსნება, მიუკერძოებლობა და სიტუაციის სწორად შეფასების უნარი;
  • დისციპლინირება და თვითკონტროლი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
  • სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ მზარდ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career.georgia@egt-bg.com . გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, „საწყობის და სათადარიგო ნაწილების უმცროსი სპეციალისტი’’ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 

ავტო-მოტო სერვისი
სატვირთო ავტომობილის მძღოლი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი