სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
03 ივნ - 03 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი

 

ვაკანსია განსაკუთრებული, გამორჩეული და საინტერესო, განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებისთვისაა. ვისი მიზანიც არის კარიერული, პიროვნული წარმატება, ფინანსური დამოუკიდებლობა, მუდმივი ზრდა და განვითარება.

 

ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ საკუთარი მიზნების განხორცილებაში,  მოგისმინოთ, გავიზიაროთ თქვენი რჩევები, გავცვალოთ შთაბეჭდილებები. შევქმნათ, უფრო საინტერესო, ღირებული,უკეთესი მსოფლიო. გაგიწიოთ ღირსეული მეგობრობა. ურთიერთპატივისცემა კი იყოს ორმხრივი და ხანგრძლივი.

 

 

სამუშაო პირობები

  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსები
  •  სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი
  • სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკე, ზ.ფალიაშვილის #86

 

ბენეფიტები:

  • კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო
  • სწრაფად მზარდი ანაზღაურება
  • კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობა
  • სასარგებლო საქმის კეთება
  • მუდმივი შიდა ტრენინგები
  • სამოტივაციო აქტივობები (Team Buildings)

 


სამუშაოს აღწერა

  • პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
  • კომპანიის (პროდუქტის) ლიტერატურის გაცნობა, შეთავაზება;
  • მომხმარებლთა საჭიროებების, ინტერესების დადგენა;
  • პოტენციური მომხმარებლების  დაინტერესება, მოზიდვა;
  • მომხმარებელთა ინფორმირება ფასდაკლების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და  ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება
  • უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშვალდებულება

 

აუცილებელი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი უპირატესობა მიენიჭება შემდეგი მიმარტულების კანდიდატებს“ ბიზნესი/მენეჯმენტი/ მარკეტინგი/PR/ფილოლოგია), განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიც.
  • Microsoft Office -ის ცოდნა
  • გამართული მეტყველების უნარი
  • აქტიური და პოზიტიური
  • თავდაჯერებული
  • დისციპლინირებული

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: jobs@telex.ge

სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი”. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს

 

 

კომპანია "ტელექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები ერთი წლის განმავლობაში.

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი
გაყიდვები
გაყიდვების ქოლცენტრი