საცალო გაყიდვების სპეციალისტი
- სრული განაკვეთი
- 900 - 900
- რუსული,ინგლისური
20 ივნ - 03 ივლ
ვიპ


საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“ აცხადებს ვაკანსიას „საცალო გაყიდვების სპეციალისტის“ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ადგილმდებარეობა: დიდ დიღომი, ფარნავაზ მეფის #1 (გუდვილის შოპინგ მოლში)
ფუნქცია/მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
- სარეალიზაციო სივრცეში ახალი საქონლის გადანაწილება/განახლება;
- ფასების, იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება, სექციების მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: საშუალოდ 900 ლარი.
- სამუშაო საათები: სრული განაკვეთით, ცვლებში;
- სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: cv@wishlist.ge
გთხოვთ, “subject”-ის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „საცალო გაყიდვების სპეციალისტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებებს!
საბანკო
საცალო გაყიდვების მენეჯერი