ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
02 ივნ - 02 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995598184818

რესტორანი ეთნოგრაფი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბელიაშვილის 105 (დიღმის მასივი)

 

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი-პარასკევი 10:00 დან - 18:00 -მდე
  • შაბათი : 10:00- 14:00 -მდე
  • ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  ბუღალტრული ოპერაციების შესრულება პროგრამა FINA-ში;
  •  სალაროების კონტროლი;
  •  დებიტორ-კრედიტორები შედარება/კონტროლი;
  •  ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტების სისწორის უზრუნველყოფა, დოკუმენტირება, აღრიცხვა და კონტროლი;
  •  შესყიდვის აქტების დოკუმენტირება და პროგრამული ასახვა;
  •  შემოსავლების კონტროლი;
  •  ხარჯების პროგრამულად ასახვა;
  •  ხელფასების დარიცხვა;

 

 

ასევე შერჩეული კანდიდატი პასუხისმგებელია:

  •  კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე;
  •  შინაგანაწესის შესრულებაზე
  •  მოთხოვნისამებრ, უზრუნველყოს ინფორმაციის დროულად დამუშავება და მიწოდება ფინანსური დირექტორისა და შიდა აუდიტორებისათვის;


 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინ. 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  •  საოფისე პროგრამების Ms office (Word, Excel) ცოდნა;
  •  საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  •  სასურველია, მაგრამ არასავალდებულო პროგამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

კომპანიას ჰყავს ინვენტორული მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს მიღებული პროდუქციის პროგრამულ ასახვას, კალკულაციებსა და წარმოების პროცესს, რაც შესაბამისად  ბუღალტრის უფლება-მოვალეობაში არ შედის.

ამასთან კომპანიაში ჩართულია შიდა აუდიტი, რომელიც ყოველთვიურად ამოწმებს გადასაგზავნ დეკლარაციებს და საჭიროების შემთხვევაში ჩართულია ყოველდღიურ საქმიანობაში.

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tamar.Natsvlishvili@ethnographer.ge , საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საკონტაქტო: +995 598 18 48 18

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)