გაყიდვების მენეჯერი სათადარიგო ნაწილების სფეროში
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური,რუსული
02 ივნ - დღეს
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს ''ელიტ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სამშენებლო ტექნიკის სათადარიგო ნაწილების სფეროში.

 

 

როფესიული ცოდნა/გამოცდილება:

  •  უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
  •  მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების კუთხით (პრიორიტეტულია, გამოცდილება მძიმე სამშენებლო და სპეც. ტექნიკის სფეროში);
  •  ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
  •  საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
  •  მართვის მოწმობა (B) კატეგორია.

 

პიროვნული თვისებები:

  •  გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  •  დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარი;
  •  ენერგიულობა და აქტიურობა;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა;
  •  მომხმარებელთან ურთიერთობის თავისებურებების ცოდნა;
  •  გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი და პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
  •  გაყიდვების წლიური და კვარტლური გეგმების შედგენა და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
  •  წლიური და კვარტალური გაყიდვების გეგმის შესრულება;
  •  გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და გუნდთან ერთად განხორციელება;
  •  მომხმარებლებისთვის სასურველი პროდუქტის მოძიება/შეთავაზება, კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციების ჩატარება;
  •  ბაზრის მიმდინარე პოტენციალის განსაზღვრა და ფაქტობრივი ათვისების დონის შეფასება;
  •  ბრენდების განვითარებაში მონაწილეობის მიღება (სტრატეგიული დაგეგმვაში, მარკეტინგული საქმიანობის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება);
  •  მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  •  ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  •  არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან/პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარების მიზნით, რეგულარული ვიზიტების და სატელეფონო ზარების განხორციელება;
  •  გაყიდვის მთლიან პროცესში მონაწილეობა (პროდუქტის შეკვეთა მომწოდებელთან, ლოჯისტიკის პროცესის უზრუნველყოფა და ა.შ.);
  •  კონკურენტების მონიტორინგი და მათი პროდუქტის შეფასება.

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე:t.avaliani@elitemotors.ge zantelidze@elitemotors.ge გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებით დეტალებზე შეთანხმება მოხდება უშუალოდ გასაუბრების დროს. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი