გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 2000+ ბონუსი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • რუსული,ინგლისური
31 მაი - დღეს
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„წისქვილი ჯგუფი“  ტრადიციული ქართული გემოების,  ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო,  თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს.  კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..) 

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფის“ დიდ გუნდში გვაქვს გაყიდვების მენეჯერის ვაკანტური პოზიციები.  

სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის #99 

გრაფიკი: 10:00 – 18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.  

ანაზღაურება: 1500-2000 ლარი ფიქსირებული (გამოცდილების შესაბამისად) + გაყიდვების % 

სხვა: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი.  

 

ძირითადი მოვალეობა: 

  • ბაზარზე არსებული ტენდენციებისა და სტრატეგიების კვლევა, მონიტორინგი; 
  • ბაზარზე არსებული კონკურენტი კომპანიების მიერ განხორციელებული ტაქტიკური კამპანიების/აქტივობების/ღონისძიებების მუდმივი მონიტორინგი; 
  • გაყიდვების გეგმის მომზადება და გეგმის შესაბამისი სამუშაო პროცესების გაწერა; 
  • გაყიდვების არხების სამიზნე აუდიტორიების მიხედვით განსაზღვრა და ალტერნატიული არხების მუდმივი ძიება; 
  • მჭიდრო კომუნიკაცია ღონისძიების დამგეგმავ სხვადასხვა კომპანიასთან, მათ შორის მსხვილ და საშუალო ტურისტულ კომპანიებთან. მოლაპარაკების წარმოება, კონტრაქტის პირობების დამუშავება; 
  • სამუშაო/საკონტაქტო ბაზის შექმნა, მუდმივი განახლება; 
  • დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების სავარაუდო შედეგების ანალიზი; 
  • გაყიდვების რეპორტის მომზადება და შედეგების გაუმჯობესების მიზნით, ახალი სტრატეგიის შემუშავება. 

 

განათლება, კვალიფიკაცია, სხვა: 

  • უმაღლესი განათლება, მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, ან/და მომიჯნავე განხრით; 
  • გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი) ; 
  • ღონისძიებების დაგეგმვის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტულად; 
  • ინგლისური ან/და რუსული ენის Advanced დონეზე ცოდნა; 
  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. 

 

აუცილებელი უნარები: 

  • სწორად კომუნიკაციის ძლიერი უნარი; 
  • პროცესების სწორად დაორგანიზების უნარი; 
  • სამუშაო დროის ნაყოფიერად და სწორად დაგეგმვის უნარი. 

 

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“  პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ  რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.  

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  

 

გისურვებთ წარმატებებს! 

 

 

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი